კრეიგ ჰორნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრეიგ ჰორნერი

კრეიგ ჰორნერი რიჩარდ რალის როლში სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1983 (1983-01-24) (41 წლის) [1]
ბრისბენი, კვინსლენდი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა
აქტიური 2001 — დღემდე

კრეიგ ჰორნერი (ინგლ. Craig Horner, დ. 24 იანვარი 1983) — ავსტრალიელი მსახიობი და მუსიკოსი. ცნობილია როლებით: რიჩარდ რალი ტელესერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“ და ეში ტელესერიალში „H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბრისბენში, შტატ კვინსლენდში, ავსტრალია. დაამთავრა წმინდა პეტრეს სახელობის ლუთერანული კოლეჯი (St. Peters Lutheran College) ინდუროპილის გარეუბანში (Indooroopilly), ქალაქ ბრისბენში, ავსტრალია.

თეატრით გატაცებული იყო სკოლის წლებში, მისი მსახიობური ნიჭი გამოვლინდა სასკოლო სპექტაკლებში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ გადასახლდა სიდნეიში, სადაც სერიოზულად დაიწყო სამსახიობო კარიერა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰორნერის კარიერა დაიწყო სერიალ „კიბერგოგონათი“, სადაც მან ითამაშა ჯექსონ კემპბელის როლი. შემდეგ მან ითამაშა ეშ დავის როლი ტელესერიალში „H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“.

პოპულარობა ახალგაზრდა მსახიობტან მოვიდა სერიალ „დიდ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ, სადაც მან ითამაშა სერფერ ჰარი მილერის როლი. „დიდ ტალღაში“ წარმატების შემდეგ კრეიგი მიიწვიეს რიჩარდ საიფერის როლზე სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“.

პირადი ცხოვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად დაქორწინებული არ არის. გატაცებული იყო გიტარაზე დაკვრითა და ლექსების წერით. დაკავებულია სპორტით, მათ შორის ფეხბურთით, ფრენბურთით, ჩოგბურთით, ცურვით, სნოუბორდინგით, თხილამურებით სრიალითა და კაიაკებზე ცურვით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება როლი
2001 „კიბერგოგონა“ Cybergirl ჯექსონი (2 ეპიზოდი)
2002 „ბუნდოვანი“ Blurred პიტი
2003 The Moment After
2003 „დინების საწინააღდეგოდ“ Swimming Upstream რონალდ ფინგლტონი
2005 „კონცხი“ headLand ნილ სლატერი (2 ეპიზოდი)
2006 „სამეფო ყურე“ Monarch Cove კალები
2006 „ბოროტებას ვერ ვხედავ“ See No Evil რიჩი
2006 Two Twisted
2007-2008 „H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“ H2O: Just Add Water ეში
2008 „დიდი ტალღა“ Blue Water High ჰარი მილერი (3 სეზონი)
2008-2010 „ლეგენდა მაძიებელზე“ Legend of the Seeker რიჩარდ საიფერი
2012 „ჯოუი დაკოტა“ Joey Dakota ჯოუი დაკოტა
2015 „მზერა წარსულში“ Hindsight შონი
2015 „ერთხელ ზღაპარში“ Once Upon a Time გრაფი მონტე-კრისტო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Seeker Speaks - TV Feature at IGN. Tv.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2011-02-28.