კოულ სპროუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოულ სპროუსი

სპროუსი San Diego Comic-Con-ზე, 2019 წელს.
დაბადების სახელი კოულ მიტჩელ სპროუსი
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1992 (1992-08-04) (31 წლის)
არეცო, იტალია
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-2012
2017-დღემდე
ნათესავები დილან სპროუსი (ტყუპი)

კოულ მიჩელ სპროუსი (ინგლ. Cole Mitchell Sprouse; დ. 4 აგვისტო, 1992)[1]ამერიკელი მსახიობი. არის დილან სპროუსის ტყუპი, ცნობილია დისნეის სერიალში „The Suite Life of Zack & Cody“ კოდი მარტინის შესრულებული როლით. 2017 წელს სპროუსმა The CW-ს სატელევიზიო სერიალში „რივერდეილი“ ჯაგჰედ ჯონსის როლის თამაში დაიწყო.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოულ მიჩელ სპროუსი 1992 წლის 4 აგვისტოს არეცოში, იტალიაში დაიბადა. არის ამერიკელების, მეთიუ სპროუსისა და მელანი რაიტის უმცროსი ვაჟი. კოული მისი ტყუპისცალის, დილან სპროუსის დაბადებიდან 15 წუთის შემდეგ დაიბადა.[2] მის ძმას, დილანს, კოულის მსგავსად სამსახიობო კარიერა აქვს. ტყუპების დაბადებიდან 4 თვის შემდეგ ოჯახი ლონგ-ბიჩში, კალიფორნიაში დაბრუნდა საცხოვრებლად.[3]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპროუსი კომიქსების მოყვარულია. მუშაობდა ლოს-ანჯელესის კომიქსების მაღაზიაში „Meltdown“.[4] სპროუსი 2018–2020 წლებში ურთიერთობაში იყო ლილი რეინჰარტთან.[5][6] 2020 წლის 31 მარტს დააპატიმრეს ჯორჯ ფლოიდის მკველობის გამო ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო გამოსვლის დროს.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dylan Sprouse: Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: December 3, 2013.
  2. Mad Kids (May 2006). „The Mad Kids Chatroom: This Month: Dylan & Cole Sprouse“. Mad Kids. 1 (#3): 26–28.
  3. „Little Sprouses“. People (Special Collector's Edition: Dylan and Cole: Zack & Cody): 14. May 2009. ციტირების თარიღი: March 8, 2019.
  4. Cole Sprouse Recites Creepy Poetry He Wrote As a Child. October 25, 2017. https://www.youtube.com/watch?v=Zc4tcuG_1ZU&t=4s.
  5. Cole Sprouse and Lili Reinhart's Relationship Timeline. ციტირების თარიღი: 2023-07-27
  6. Cole Sprouse gets real about working with Lili Reinhart on 'Riverdale' after breakup (March 8, 2023). ციტირების თარიღი: 2023-07-27
  7. „Cole Sprouse Arrested and Zip-Tied During George Floyd Protest“. Vulture. June 1, 2020. ციტირების თარიღი: June 4, 2020.