კონრად I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონრად I მაზოვიელი (მაზოვეცკი)
პოლ. Konrad I mazowiecki
პოლონეთი პოლონეთის (კრაკოვის) მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1229, მეორედ მმართველობა - 1241
მმართ. დასასრული: 1232, მეორედ მმართველობა - 1243
წინამორბედი: ვლადისლავ III წვრილფეხა - I მმართველობა, ბოლესლავ V მელოტი - მეორე მმართველობა
მემკვიდრე: ანრი I წვერა (Henryk I Brodaty) - I მმართველობა, ბოლესლავ VI მორცხვი (Bolesław VI Wstydliwy) - მეორე მმართველობა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1187 ან 1188
გარდ. თარიღი: 31.08.1247
მეუღლე: აგაფია სვიატოსლავის ასული
შვილები: ბოლესლავ მაზოვიელი, კაზიმირ კუიავიელი, ზემოვიტი, ევდოკია, ლუდმილა, ზემომისლი, სალომეა, იუდიტა, დუბრავკა, მიეშკო
დინასტია: პიასტი
მამა: კაზიმირ II მართალი
დედა: (:pl:Helena znojemska) ელენა ზნოემელი
ხელმოწერა:

კონრად I მაზოვიელი (მაზოვეცკი) (პოლ. Konrad I Mazowiecki; დ. 1187 კრაკოვი, პოლონეთი — გ. 31 აგვისტო 1247) — პიასტების დინასტიის წარმომადგენელი, ფეოდალური დაქუცმაცების პერიოდის პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი.

კაზიმირ II-ის და ჩეხეთის მთავრის ქალიშვილის ელენა ზნოემელის მეოთხე და უმცროსი ვაჟი[1] [2] (ძველ ისტორიოგრაფიაში მას მიიჩნევდნენ რუსეთის მთავრის ქალიშვილად — ელენა ვსევოლოდის ასული [3] ან როსტისლავ გალიციელის ქალიშვილი, იან დლუგოშის შეცდომის გამო, რომელმაც მოიგონა მისი წარმომავლობა, მხოლოდ მისი არა პოლონური სახელის გამო[4] [5] [6]), ლეშეკ I თეთრის უმცროსი ძმა.

Diadem płocki, კონრად I მაზოვიელის გვირგვინი

კუიავიის მთავარი 1202—1247 წლებში, სერაძის მთავარი, კრაკოვის მთავარი 1229—1232, 1241—1243 წლებში. დააარსა დამოუკიდებელი მაზოვიის სამთავრო, რომელიც შედიოდა პოლონეთის სამეფოში. მართავდა მას 1207—1247 წლებში.

1227 წელს თავისი ძმის ლეშეკ I თეთრის გარდაცვალების შემდეგ კონრადი სამართლიანად თვლიდა მალოპოლსკის ტახტზე თავის პრეტენზიებს ყველაზე საფუძვლიანად და ბრძოლა ტახტისათვის შეიარაღებული გზით დაიწყო. 1229 წელს დაამარცხა კრაკოვის მთავარი ანრი I წვერა (Henryk I Brodaty) და აიყვანა ის ტყვედ. კონრადის გამარჯვებით ისარგებლა ვლადისლავ III წვრილფეხამ და დაჯდა კრაკოვში მთავრად. კონრადმა დახმარებისათვის მიმართა დანილ რომანის ძე გალიციელს და მასთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გააერთიანა თავისი და დანილო გალიციელის ძალები და დაიძრა ქალაქ კალიშისაკენ რომელიც ვლადისლავ მწვრილფეხას ეკუთვნოდა, კალიში ალყის შემდეგ დანებდა მას.

მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანელების (ტევტონთა) ჯვაროსნების ორდენთან, 1226 წ. მას გადასცეს პოლონეთის ჰელმინის მიწები. 1237 წლის 3 მარტს დობჟინსკის რაინდებს გადასცა ვოლინის ქალაქი დოროგიჩინი (დროხიჩინი) მნიშვნელოვანი მიწებით დასავლეთ ბუგსა და მდინარე ნუროის შორის. 1238 წლის მარტში გალიჩ-ვოლინის მთავარი დანილო გალიციელი დიდი ჯარით მოადგა ქალაქ დროხიჩინს, აიღო ქალაქი, დაატყვევა ქალაქის დობჟინის ორდენის მაგისტრი, და დაიბრუნა დროგიჩინის მიწები ბუგზე (დღეს — პოდლასის სავოევოდო პოლონეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში).

1241 წლის 10 ივლისი, გამოიყენა რა დიდი მთავრის ანრი II ღვთისმოსავის სიკვდილით ბათო-ყაენის შემოსევის დროს, სექტემბერში დაიკავა კრაკოვი, და გახდა კრაკოვის მთავარი (1241–1243). მაგრამ 1243 წლის 25 მაისის სუხოდოლთან ბრძოლის შემდეგ, სადაც მან თავის შვილებთან ერთად მარცხი განიცადა მცირე პოლონეთის (მალოპოლსკის) მთავრისაგან ბოლესლავ VI მორცხვისაგან, იძულებული იყო დაეტოვებინა კრაკოვი და დაბრუნებულიყო მაზოვიაში. მაგრამ იმავე წელს მაზოვიის მთავარმა გაანადგურა კრაკოვის მიწები და კელცე, დაიყოლია რომანოვიჩები აეღოთ ლუბლინი. 1244 წ. კონრად I თავს დაესხა სეცეხოვსკისა და ლუბლინის მიწებს. განსაკუთრებით შედეგიანი იყო მისი 1246 წლის კომპანიები, როდესაც კონრადმა მოახერხა დაემარცხებინა ბოლესლავის ძალები ზარიშოვის ბრძოლაში და დაიწყო ლელოვის და ტინიეჩის ციხესიმაგრეების მშენებლობა, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად გარს ერტყა კრაკოვს. მაგრამ მაშინაც არ ეყო გამბედაობა და საბოლოოდ დარჩა სერაძში. კონრად I მაზოვიელი, გარდაიცვალა 1247 წლის 31 აგვისტოს და დაასაფლავეს პლოცკის საკათედრო ტაძარში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Helena (w:) Encyklopedia WIEM დაარქივებული 2010-01-03 საიტზე Wayback Machine. (პოლონური)
  2. Helena (w:) Internetowa encyklopedia PWN დაარქივებული 2009-12-13 საიტზე Wayback Machine. (პოლონური)
  3. ელენა ვსევოლოდის ასული (в:) ფ. ა. ბროკჰაუზისა და ი. ა. ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი
  4. K. Jasiński, Rodowód pierwszych Piastów, Poznańskie Towarzystwo Przyjaciół Nauk, Poznań 2004, ISBN 83-7063-409-5, s. 266—268;
  5. Trzy utwory z czasów Sejmu Wielkiego, Franciszek Salezy Jezierski, oprac. Bronisław Treger, Collegium Columbinum, Towarzystwo Badań nad Wiekiem Osiemnastym, Kraków-Warszawa, 2005, 83-89973-21-9, s. 120.
  6. Dariusz Aleksander Dekański, Początki zakonu dominikanów prowincji polsko-czeskiej, Wydawnictwo Uniwersytetu Gdańskiego, Gdańsk 1999, ISBN 9788370178437, s. 132.