კონმებოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონმებოლი
შეიქმნა 9 ივლისი, 1916; 107 წლის წინ (1916-07-09)
ტიპი სპორტული ფედერაცია
შტაბ-ბინა ლუკე, პარაგვაი
მდებარეობა 25°15′38″ ს. გ. 57°30′58″ დ. გ. / 25.26056° ს. გ. 57.51611° დ. გ. / -25.26056; -57.51611
ემსახურება რეგიონს სამხრეთი ამერიკა
წევრები 10 ეროვნული ასოციაცია
ენა ესპანური
პორტუგალიური
მდივანი ხოსე ასტიგარაგა
პრეზიდენტი ალეხანდრო დომინგესი
ვიცე-პრეზიდენტი ლაურეანო გონსალესი
კლაუდიო ტაპია (მე-2)
არტურო სალაჰი (მე-3)
მდივანი როლანდო ლოპესი
მშობელი ორგანიზაცია ფიფა
ქვეყანა პარაგვაი
თავმჯდომარე Alejandro Domínguez
კავშირები ფიფა
კონმებოლი რუკა
კონმებოლი რუკა
ოფიციალური საიტი

კონმებოლი (ესპ. CONfederacion sudaMEricana de FutBOL, ასევე გამოიყენება აბრევიატურა CSF) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება.

კონმებოლი დაარსდა 1916 წლის 9 ივლისს, ურუგვაელი ექტორ გომესის მოწადინებით. ასოციაციის პირველი წევრები არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე გახდნენ. სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა პირველი ოფიციალური სანაკრებო საფეხბურთო ტურნირი სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ჩატარდა ბუენოს-აირესში, არგენტინის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად.

დღეს კონმებოლი ფიფა-ს წევრია, რომლის წევრებმა ცხრაჯერ მოიგეს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი (ხუთჯერ ბრაზილიამ, ორ-ორჯერ არგენტინამ და ურუგვაიმ). იგი მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო კონტინენტალური ასოციაციაა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარაგვაიში, ქალაქ ლუკეში. ამჟამად კონმებოლის პრეზიდენტია პარაგვაელი ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმითი.[1]

კონმებოლის პრეზიდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონმებოლის შტაბ-ბინა ლუკეში, პარაგვაი
პრეზიდენტი ქვეყანა წლები წყარო
ექტორ რივადავია გომესი (ესპ. Héctor Rivadavia Gómez) დროშა: ურუგვაი ურუგვაი 1916–1936
ლუის სალესი (ესპ. Luis O. Salesi) დროშა: არგენტინა არგენტინა 1936–1939
ლუის ვალენსუელა ერმოსილია (ესპ. Luis Valenzuela Hermosilla) ჩილეს დროშა ჩილე 1939–1955
კარლოს დიტბორნი (ესპ. Carlos Dittborn Pinto) ჩილეს დროშა ჩილე 1955–1957
ჟოზე რამოს დე ფრეიტასი (პორტ. José Ramos de Freitas) დროშა: ბრაზილია ბრაზილია 1957–1959
ფერმინ სორეტა (ესპ. Fermín Sorhueta) დროშა: ურუგვაი ურუგვაი 1959–1961
რაულ კოლომბო (ესპ. Raúl H. Colombo) დროშა: არგენტინა არგენტინა 1961–1966
ტეოფილო სალინას ფულერი (ესპ. Teófilo Salinas Fuller) დროშა: პერუ პერუ 1966–1986
ნიკოლას ლეოსი (ესპ. Nicolás Léoz) დროშა: პარაგვაი პარაგვაი 1986–2013
ეუხენიო ფიგერედო (ესპ. Eugenio Figueredo) დროშა: ურუგვაი ურუგვაი 2013–2014
ხუან ანხელ ნაპოუტი (ესპ. Juan Ángel Napout) დროშა: პარაგვაი პარაგვაი 2014–2015
ვილმარ ვალდესი (ესპ. Wilmar Valdez) დროშა: ურუგვაი ურუგვაი 2015–2016
ალეხანდრო დომინგესი (ესპ. Alejandro Domínguez) დროშა: პარაგვაი პარაგვაი 2016–

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.