კოლინ ტრევოროუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლინ ტერევოროუ

ტრევოროუ ფილმის „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ პრემიერაზე 2015 წელს
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1976 (1976-09-13) (47 წლის)
სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება პიდმონტის საშუალო სკოლა
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 2002-დღემდე

კოლინ ტერევოროუ (ინგლ. Colin Trevorrow, /trəˈvɑːr/;[1] დ. 13 სექტემბერი, 1976) — ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ცნობილი ნამუშევრებია „უსაფრთხოება გარანტირებული არაა“ (2012) და „იურული სამყარო“ (2015). ის აგრეთვე „იურული სამყარო: დაცემული სამეფოს“ (2018) თანასცენარისტია.

დაიბადა 1976 წლის 13 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში.[2] იზრდებოდა ოკლენდში (კალიფორნია).[3][4][5] მამამისი მუსიკოსი იყო, ხოლო დედა — ფოტოგრაფი.[3] ტრევოროუ სწავლობდა პიდმონტის საშუალო სკოლაში,[6] ხოლო შემდგომში სწავლა განგრძო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, რომელიც 1999 წელს დაამთავრა.[7]

მისი პირველი ნამუშევარია 2002 წელს გამოსული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „საშინაო ბაზა“, რომლის სცენარისტი და პროდიუსერი თავადაა.

2018 წლის 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ ტრევოროუ იქნება 2021 წელს დაგეგმილი ფილმ „იურული სამყარო 3“-ის რეჟისორი.[8]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი მშობლიური სახელი რეჟისორი პროდიუსერი სცენარისტი
2002 „საშინაო ბაზა“ Home Base დიახ დიახ ისტორია
2003 „რევოლუციის შექმნაში“ Making Revolution არა არა დიახ
2004 „რეალითი შოუ“ Reality Show დიახ დიახ დიახ
2012 „უსაფრთხოება გარანტირებული არაა“ Safety Not Guaranteed დიახ დიახ არა
2015 „იურული სამყარო“ Jurassic World დიახ არა დიახ
2017 „ჰენრის წიგნი“ The Book of Henry დიახ არა არა
2018 „იურული სამყარო: დაცემული სამეფო Jurassic World: Fallen Kingdom არა აღმასრულებელი დიახ
2021 „იურული სამყარო 3“ Jurassic World 3 დიახ[9] აღმასრულებელი დიახ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Trevorrow, Colin. (7 ივნისი, 2012) Colin Trevorrow SIFF Interview - Safety Not Guaranteed - The MacGuffin. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2016.
  2. Celebrity Jews. j. (newspaper). ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2015.
  3. 3.0 3.1 Barnes, Brooks. (3 ივნისი, 2015) 'Jurassic World' Puts Colin Trevorrow in the Driver's Seat. The New York Times. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2016
  4. Douglas, Edward. (6 ივნისი, 2012) Interview: Safety Not Guaranteed's Colin Trevorrow & Jake Johnson. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2015
  5. Blair, Iain. (1 ივნისი, 2015) Director's Chair: Colin Trevorrow - 'Jurassic World'. Post magazine. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2016
  6. Piedmont Arts Center Boasts Successful First Year. Piedmont Civic Association (PCA) (20 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2016
  7. Sneider, Jeff (February 6, 2012). „Tisch School alum make Sundance impressions“. Variety. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  8. „Colin Trevorrow to Direct 'Jurassic World 3'. The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-07.
  9. Stack, Tim. 'Steven Spielberg: Colin Trevorrow will direct third Jurassic World. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2018.