კოლეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლეტი
ფრანგ. Sidonie-Gabrielle-Claudine Colette[1]
ფრანგ. Sidonie-Gabrielle Colette[2]
დაბადების თარიღი 28 იანვარი, 1873(1873-01-28)[3] [4] [5] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [1] [2]
დაბადების ადგილი სენ-სოვერ-ან-პიუიზე[1]
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 1954(1954-08-03)[3] [5] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [16] [17] [21] [18] [19] [20] [1] [2] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[3] [1]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[22] [23] და Grave of Colette
ფსევდონიმი Willy[1] და Colette Willy[1]
საქმიანობა რომანისტი[24] , ghostwriter, ჟურნალისტი[24] , ლიბრეტისტი, სცენარისტი, ნოველისტი[24] , დრამატურგი, პროზაიკოსი და მსახიობი
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი[1]
Magnum opus ჟიჟი, La Chatte, Chéri, The Vagabond, The House of Claudine და Green Wheat
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი
მეუღლე მორის გუდეკე[1] , ანრი გოტიე-ვიიარსი[1] და ანრი დე ჟუვენელი[1]
პარტნიორ(ებ)ი მატილდ დე მორნი და ბერტრან დე ჟუვენელი
შვილ(ებ)ი კოლეტ დე ჟუვენალი
ხელმოწერა

კოლეტი, ნამდვილი სახელი: გაბრიელ სიდონი (ფრანგ. Gabrielle Sidonie; დ. 28 იანვარი, 1873 — გ. 3 აგვისტო, 1954) — ფრანგი ნოველისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეტი (გაბრიელ სიდონი) დაიბადა 1873 წლის 28 იანვარს იონაში, საფრანგეთი. მისი პირველი წიგნები ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს: „კლოდინი სკოლაში“, „კლოდინი პარიზში“, „კლოდინი თხვოდება“, „ლოდინი მიდის“. ამ რომანებში კოლეტი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს აღწერს. მწერალ ქალს განსაკუთრებით ემარჯვებოდა ფსიქოლიგიური ანალიზი და სათქმელს უჩვეულო სიფაქიზით გადმოსცემს. პირველ რომანებს თავისი ქმრის, ვილის გვარით აქვეყნებდა. ქმართან გაცილების შემდეგ იგი მსახიობობას იწყებს, გამოდის მიუზიკგოლებში. 1913 წლიდან კი მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობას მისდევს და ყველა წიგნს კოლეტის ფსევდონომით ბეჭდავს. მისი რომანების ძირითადი თემებია — სიყვარული, ქალის მდგომარეობა, მისი ემანსიპაცია, განთავისუფლება ბურჟუაზიული ცრურწმენებისაგან: „შერი“, „შერის დასასრული“, „მოხეტიალე ქალი“, „მიუზიკჰოლში“ ად სხვა. ბუნების, სოფლისა და ცხოველთა სამყაროს მოტრფიალე კოლეტი დიდი ოსტატობითა და სიყვარულით გვიხატავს ბუნების სილამაზეს, ცხოველთა ცხოვრებას: „მხეცების დიალოგი“, „სიდო“, „კატა“, „მშვიდობა ცხოველებს შორის“. ლირიკული დღიური „მწუხრის ვარსკვლავი“ მიეძღვნა საფრანგეთის „წინააღმდეგობის“ მოძრაობას. კოლეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. არჩეულ იქნა ბელგიის სამეფო აკადემიისა და გონკურების აკადემიის წევრად. ლიტერატურული დამსახურებისთვის მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენი.

კოლეტი გარდაიცვალა 1954 წლის 3 აგვისტოს პარიზში, საფრანგეთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 MEHI – Media Art Database
  3. 3.0 3.1 3.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118521527 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Léonore databaseministère de la Culture.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  7. 7.0 7.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  8. 8.0 8.1 Find a Grave — 1996.
  9. 9.0 9.1 IMSLP — 2006.
  10. 10.0 10.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  11. 11.0 11.1 filmportal.de — 2005.
  12. 12.0 12.1 FemBio database
  13. 13.0 13.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  14. 14.0 14.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  15. Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  16. 16.0 16.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  17. 17.0 17.1 GeneaStar
  18. 18.0 18.1 Babelio — 2007.
  19. 19.0 19.1 The Fine Art Archive — 2003.
  20. 20.0 20.1 Munzinger Personen
  21. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  22. Bauer P. Deux siècles d'histoire au Père LachaiseVersailles: 2006. — ISBN 978-2-914611-48-0
  23. Paix C. Mère Lachaise: 100 portraits pour déterrer le matrimoine funéraireParis: Cambourakis, 2022. — 128 გვრ. — ISBN 978-2-36624-648-3
  24. 24.0 24.1 24.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 224.