კოვალენტური ბმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოვალენტური ბმა — ორ ატომს შორის ქიმიური ბმის ერთ–ერთი სახე, რომელიც ხორციელდება მათი საზიარო ელექტრონების ხარჯზე. კოვალენტური ბმა შეიძლება იყოს როგორც ერთგვარ ატომებს(H2, Cl2, N2) ისევე სხვადასხვა ატომებს(Si და C – SiC; H და O – H2O) შორის. კოვალენტური ბმით წარმოქმნილი მოლეკულა ან ქიმიური ნაერთი მტკიცეა, ახასიათებს ნაკლები ქიმიური აქტივობა(მაგალითად პარაფინულ ნახშირწყალბადებს), მაღალი სისალე(მაგ., კარბიდებს, სილიციდებს, ბორიდებს, ნიტრიდებს) და ცვეთამედეგობა.

სიგმა– და პი– ბმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიგმა– და პი– ბმა კოვალენტური ბმის ტიპებია. ერთმანეთისგან განსხვავდებიან ელექტრონული სიმკვრივის განაწილებით და სიმეტრიით. მარტივი ბმები ქიმიურ ნაერთებში ჩვეულებრივ სიგმა(σ) ბმებია. ჯერად ბმებში მხოლოდ ერთია σ–ბმა. მაგალითად, სამმაგი ბმა(C≡C, N≡N) შედგება ერთი სიგმა და ორი პი(π)–ბმისგან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]