კლიფ ბასტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლიფ ბასტინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კლიფორდ სიდნი ბასტინი
დაბადების
თარიღი
14 მარტი, 1912
დაბადების
ადგილი
ეკსეტერი, ინგლისი
გარდაცვალების
თარიღი
4 დეკემბერი, 1991 (79 წლის)
სიმაღლე ეკსეტერი, ინგლისი
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა გარემარბი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1928–1929 ეკსეტერ სიტი 17 (6)
1929–1947 არსენალი 350 (178)
სულ 367 (184)
ეროვნული ნაკრები
1931–1938 ინგლისი 21 (12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კლიფ ბასტინი (ინგლ. Clifford Sydney Bastin; დ. 14 მარტი, 1912 — გ. 4 დეკემბერი, 1991) — ინგლისელი ფეხბურთელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიფ ბასტინი 1912 წელს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქ ეკსეტერში დაიბადა. 16 წლის ასაკში მოხვდაი ამავე ქლაქის გუნდის „ეკსეტერ სიტის“ შემადგენლობაში. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შემდეგ მან რამდენიმე გოლი გაიტანა და იგი უმალვე შენიშნა ლონდონის „არსენალის“ მწვრთნელმა ჰერბერტ ჩეპმენმა. 1929 წელს ბასტინი ლონდონში გადავიდა და რამდენიმე წელიწადში „არსენალის“ ლიდერი გახდა. 30-იან წლებში ბასტინმა არსენალთან ერთად 2 ასოციაციის თასი მოიგო და 5-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1938 წელს ბასტინმა მძიმე ტრავმა მიიღო და შემდეგ სრულფასოვნად თამაში ვეღარ შეძლო. 1947 წელს კარიერა დაასრულა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიფ ბასტინი იყო მონაწილე ჰაიბერის ბრძოლისა. ეს სახელი დაერქვა 1934 წელს გამართულ შეხვედრას იტალიიის მსოფლიო ჩემპიონ ნაკრებსა და ინგლისის ნაკრებს შორის, რომელიც ლონდონში, ჰაიბერიზე გაიმართა. მატჩი ინგლისელებმა 3-2 მოიგეს. ბასტინი ნაკრებთან ერთად ბერლინში მონაწილეობდა ცნობილ მატჩში სადაც გერმანიის ნაკრებთან თამაშის წინ ინგლისის ნაკრები ჰიტლერს ნაცისტური მისალმებით შეხვდა. კლიფ ბასტინი 2009 წელს გახდა ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს ბასტინი ბრიტანეთის არმიაში გამოიძახეს. დაქვეითებული სმენის გამო იგი სახმელეთო ჯარებში არ მიიღეს, მიუხედავად ამისა ბასტინი დაინშნა ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების მეთვალყურედ. 1941 წელს იტალიის პროპაგანდისტულმა ფაშისტურმა რადიომ რომში გაავრცელა სენსაციური ინფომრაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი კლიფ ბასტინი ტყვეობაში იმყოფებოდა, თითქოს ბასტინი იტალიელებმა კრეტის ბრძოლაში აიყვანეს ტყვედ. როგორც აღმოჩნდა იტალიელებმა იცოდნენ რომ ბასტინი მონაწილეობდა ომში მაგრამ არ იცოდნენ რომ ბასტინი სმენის დაქვეითების გამო სამხედრო სამსახურიდან მოხსნილი იყო.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისის ჩემპიონი (2)
1929–30, 1935–36
ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული (5)
1930–31, 1932–33, 1933–34, 1934–35 და 1937–38

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]