კლიმენცია უნგრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლიმენცია უნგრელი
საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი
კორონაცია: 24 აგვისტო 1315
მმართ. დასაწყისი: 19 აგვისტო 1315
მმართ. დასასრული: 5 ივნისი 1316
წინამორბედი: მარგარიტა ბურგუნდიელი
მემკვიდრე: ჟანა II ბურგუნდიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1293
დაბ. ადგილი: ბუდა, უნგრეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 12 ოქტომბერი 1328 (34-35 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე: ლუი X კაპეტი
შვილები: ჟან I კაპეტი
დინასტია: ანჟუ
მამა: კარლ მარტელ ანჟუელი
დედა: კლიმენცია ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

კლიმენცია უნგრელი (ფრანგ. Clémence de Hongrie; უნგრ. Kelemen magyar; დ. 1293, ბუდა, უნგრეთი, — გ. 12 ოქტომბერი, 1328, პარიზი, საფრანგეთი) — ანჟუელთა დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთის პრინცესა დაბადებიდან გარდაცვალებამდე. უნგრეთის მეფე კარლ მარტელ ანჟუელისა და მისი მეუღლის, დედოფალ კლიმენცია ავსტრიელის ასული. 1315-1316 წლებში საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი როგორც ლუი X-ის მეუღლე. 1316 წელს ატარებდა დედა დედოფლის ტიტულს. იყო საფრანგეთის მეფე ჟან I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმენცია იყო უნგრეთის მეფე კარლ მარტელ ანჟუელისა და მისი მეუღლის, დედოფალ კლიმენცია ავსტრიელის ქალიშვილი. მას მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, რის გამოც ის მისმა ბებიამ, დედა დედოფალმა მარია უნგრელმა აღზარდა. კლიმენცია ბებიამ ნეაპოლის სამეფოში წაიყვანა და იქ ზრდიდა, თუმცა მიუხედავად ამისა ის უნგრეთის პრინცესად ითვლებოდა და იწოდებოდა.

როდესაც საფრანგეთის მეფე ფილიპე IV გარდაიცვალა, მისი ვაჟი ლუი X საფრანგეთისა და ნავარის მეფე გახდა (ვინაიდან დედამისი ნავარის დედოფალი იყო). 1315 წელს ლუიმ თავისი მეუღლე მარგარიტა ბურგუნდიელი და საკუთარი და იზაბელა ფრანგი მრუშობაში დამნაშავეებად სცნოთ და დააპატიმრა. მალევე რომის პაპის ნებართვით მეუღლეს გასცილდა. მიუხედავად ამისა, დედოფლის გავლენების წყალობით ისე მოხდა, რომ ლუიმ მის გარდაცვალებამდე სხვა ქალზე ვერ იქორწინა. 1315 წელს დედოფალი მოკლეს, სავარაუდოდ ის მეფის ბრძანებით დაახრჩეს მის საკანში. ამგვარად მან მეორე მეუღლის ძიება დაიწყო და არჩევანი კლიმენციაზე შეაჩერა. 1315 წლის 19 აგვისტოს ლუი და კლიმენცია დაქორწინდნენ, ამავე წლის 24 აგვისტოს კი თავად რომის პაპმა აკურთხა კლიმენცია საფრანგეთისა და ნავარის დედოფლად.

კლიმენცია უნგრელის გერბი 1315-1328 წლებში

1316 წლის 5 ივნისს ლუი X გარდაიცვალა, კლიმენცია კი ამ დროს რამდენიმე თვის ორსული იყო. კლიმენციას ორსულობის დროს სანამ ის მონარქს გააჩენდა, ქვეყანას ლუის ძმა ფილიპი მართავდა. ფილიპმა იმდენი გაბედა, რომ კლიმენციას ბავშვის ტახტზე უფლებები უარყო და მეფობა თავად მოისურვა. თავად კლიმენცია კი ფილიპს რეგენტად არ სცნობდა. 1316 წელს კლიმენციამ ვაჟი გააჩინა, რომელიც დაბადებისთანავე აკურთხეს საფრანგეთისა და ნავარის მეფე ჟან I-დ. მიუხედავად ამისა, ჟანი ხუთი დღის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ხელისუფლება მთლიანად ფილიპემ აიღო ხელში და თავი საფრანგეთისა და ნავარის მეფე ფილიპ V-დ გამოაცხადა. დედოფალ კლიმენციას კი რომის პაპი იოანე XXII არჩენდა და ზრუნავდა მასზე.

კლიმენცია მიუხედავად იმისა, რომ აღარანაირი ძალაუფლება აღარ ჰქონდა, აქტიურად ერეოდა სამეფო კარის ცხოვრების წესში. იგი ასევე აქტიურად ერეოდა საფრანგეთის პოლიტიკაშიც, ფილიპ V-ის წინააღმდეგ აქეზებდა ნორმანდიის, შამპანისა და ბრეტანის მმართველებს. კლიმენცია სიცოცხლის ბოლომდე პარიზში ცხოვრობდა, მას აქტიურად უგზავნიდნენ წერილებს, ფულსა და საჩუქრებს პარიზიდან, უნგრეთიდან და რომიდან. 1328 წლის 12 ოქტომბერს კლიმენცია გარდაიცვალა, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. იგი დაკრძალეს სენ-დენის მეფეთა სასაფლაოზე, მისი მეუღის გვერდით.

კლიმენცია უნგრელის წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კარლო I, ნეაპოლის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კარლო II, ნეაპოლის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბეატრის პროვანსელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კარლ მარტელ ანჟუელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იშტვან V, უნგრეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მარია უნგრელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელიზაბეტ დე კუმანი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კლიმენცია უნგრელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ალბერტ IV ჰაბსბურგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
რუდოლფ I, გერმანიის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჰედვიგია კიბურგელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კლემენცია ავსტრიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბურკჰარდ IV ჰოჰენბურგელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გერტრუდა ფონ ჰოენბერგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მეჩიტილდა ტუბინგენი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]