კლდის გუმბათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომარის მეჩეთი


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სუნიზმი
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
ადგილმდებარეობა ქ. იერუსალიმი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი
თარიღდება 687—691 წ.წ. (VII ს.)
დეტალები
ძველი იერუსალიმის განლაგების გეგმა

კლდის გუმბათი, იგივე გუმბათი კლდეზე (არაბ. مسجد قبة الصخرة‎‎ — მასჯიდ კუბატ ას-საჰრა; ივრ. ‏ כיפת הסלע‏‎‎‎) — მეჩეთი, წმინდა ტაძარი დაარსებული ძველ ქალაქ იერუსალიმში ტაძრების მთაზე. მდებარეობს მსოფლიოში უძველესი მუსლიმური ტაძრის - ალ-აქსას სიახლოვეს. ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ძეგლია. ტაძარი მდიდარია არაბესკებითა და მოზაიკური ორნამენტებით. მისი მშენებლობა დაიწყო ომაიანების სახალიფოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ბრძანებით 685 წელს და დასრულდა 691 წელს. ტაძრის გუმბათი წარმოადგენს ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშს. ის ითვლებოდა ”იერუსალიმის ყველაზე ცნობილ ნაგებობად”. მისი არქიტექტურა და მოზაიკა უტოლდებოდა ბიზანტიური სასახლეებისა და ეკლესიების სიდიადეს. მისი რვაკუთხოვანი გუმბათი, შესაძლოა, განიცდიდეს ბიზანტიურ გავლენას. კერძოდ, ის ძალიან წააგავს ბიზანტიურ წმ. მარიას ტაძარს, რომელიც აგებული იყო 451-458 წ.წ. და მდებარეობდა იერუსალიმი - ბეთლემის გზაზე. გუმბათი აღიმართა VII საუკუნის ბოლოს, როცა თანამედროვე გაგებით მეჩეთის სახე ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული.

თუმცა კუბატ ას-საჰრა (კლდის გუმბათი) და ხალიფა ომარის მეჩეთი - ალ-აქსა ორი სრულიად განსხვავებული ისლამური ტაძარია, მაგრამ ისინი შეადგენს ხარამ ალ-შარიფის (ტაძრების მთის) ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს. პოპულარულ ლიტერატურაში ამ ორ ნაგებობას ზოგჯერ შეცდომით ურევენ ერთმანეთში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდის გუმბათი მდებარეობს პლატფორმის ცენტრში, რომელსაც ინგლისურ ენაზე უწოდებენ ტაძრების მთას, ხოლო არაბულ ენაზე - ალ-ჰარამს (ალ-შარიფს). იგი აშენდა მეორე იუდაისტური ტაძრის ადგილას, რომელიც დაინგრა იუდეის ომის დროს, რომაელთა მიერ იერუსალიმის აღებისას ძვ. წ. 70 წელს.

ისლამის თანახმად, ხალიფა ომარ იბნ ალ-ხატაბს (579-644 წ.წ.) მისმა მეგობარმა, ებრაელმა რაბინმა ქააბ ალ-აქბარმა, რომელმაც ისლამი მიიღო, ურჩია ღამით მოგზაურობა. ეს სასწაული მითითებულია ყურანში. ჰადისების მიხედვით, მოგზურობა შედგა იერუსალიმში ებრაელთა ყოფილ ტაძარში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეისლამური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთი ღამით

კლდის გუმბათი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც გადმოცემის თანახმად, ებრალთა პირველი და მეორე ტაძარი მდებარეობდა. მეორე ტაძარი დაინგრა ძვ. წ. 70 წელს რომაელთა მიერ. რომაელებმა აქ ააგეს მათი მთავარი ღვთაების იუპიტერის ტაძარი. ბიზანტიურ ეპოქაში იერუსალიმი პირველ რიგში ქრისტიანული იყო. შესაბამისად, აქ მოდიოდა ათი ათასობით მომლოცველი, რათა საკუთარი თვალით ეხილა და შეეგრძნო ქრისტიანობის პირველი აკვანი და ადგილები, სადაც იესო დადიოდა.

კონსტრუქცია და ზომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბეჭდა 1887. არქიტექტორმა ფრედერიკ ჰეტერვუდმა 1833 წელს შექმნა კლდის გუმბათის პირველი დეტალური ნახაზები

კლდის გუმბათი აიგო VII საუკუნეში ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ბრძანებით 685-691 წ.წ. ამის შემდეგ ტაძარი დიდხანს რჩებოდა ხელუხლებელი პირვანდელი სახით.

მისი არქიტექტურა და მოზაიკა იმეორებდა ირგვლივ მდებარე ბიზანტიური ეკლესიებისა და სასახლეების ნიმუშებს. ტაძარის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ორი არქიტექტორი - რაჯა იბნ ჰაივა ბეიტ-შეანიდან და იაზიდ იბნ სალიამი იერუსალიმიდან.

არქიტექტორმა ფრედერიკ ჰეტერვუდმა XIX საუკუნეში შექმნა ამ ტაძრის დეტალური ნახაზები, რომელიც მანამდე არ არსებობდა და ამ საქმეს მან სრული ექვსი კვირა მოანდომა.

ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი გოიტენი ამტკიცებდა, რომ ეს ტაძარი შეიქმნა მრავალი სხვა რელიგიის სათაყვანსაცემო უმშვენიერესი შენობების საკონკურენტოდ. თვით როტონდის ფორმა, განსაკუთრებით, კუბატ ას-საჰრა უცხოა ისლამისათვის. ვარაუდობენ, რომ ეს იყო ცდა თავის დროის ქრისტიანული გუმბათების მეტოქეობისა.

ას კრესუელი თავის წიგნში კლდის კუმბათის გეგმის შესახებ წერს, რომ ტაძრის გუმბათის დიამეტრი წარმოადგენს 20,20 მ., ხოლო სიმაღლე 20,48 მ. სტრუქტურა წარმოადგენს რვაკუთხოვან ფუძეს, რომელიც მოიცავს ხის გუმბათს. იგი დამონტაჟებულია შემაღლებულ ადგილზე და შედგება 16 კუთხისა და სვეტისაგან. შიდა ფასადი შესრულებულია ფაიფურისაგან. სარკეები, ასევე, წარმოადგენს რვაკუთხოვან კონსტრუქციას. თითოეული მათგანის ზომაა დაახლოებით 60 ფუტი (18 მ) სიგანეში და 36 ფუტი (11 მ) სიმაღლეში. გუმბათი და გარე კედლები შეიცავს უამრავ ფანჯარას.

ჯვაროსნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი ზეთისხილის მთიდან

საუკუნეთა მანძილზე ტაძრების მთაზე დადიოდნენ ქრისტიანები მოსალოცად, მაგრამ ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა იერუსალიმში გამოიწვია მომლოცველთა წინააღმდეგ ესკალაცია.

1099 წელს ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ კლდის გუმბათი გადაეცა ავგუსტინელებს, რომლებმაც ის გარდაქმნეს ეკლესიად, ხოლო ალ-აქსას მეჩეთი გადააქციეს სამეფო სასახლედ. ტამპლიერებმა, ვინც თვლიდა, რომ კლდის გუმბათი აგებული იყო სოლომონის ტაძრის საძირკველზე, თავიანთ შტაბად გადააქციეს ალ-აქსა XII საუკუნის დიდ მანძილზე. "Темплум Domini", როგორც ისინი უწოდებდნენ კლდის გუმბათს, განთავსებული იყო ორდენის დიდი მაგისტრის ოფიციალურ ბეჭედზე.

კლდის გუმბათი მალე იქცა ევროპის ტამპლიერთა მრგვალი ეკლსიების არქიტექტურულ მოდელად.

აიუბიდები და მამლუქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდის გუმბათი ძველი ზეთისხილის გვერდით

1187 წლის 2 ოქტომბერს სალადინმა დაიბრუნა იერუსალიმი და კლდის გუმბათი ისევ მუსულმანური სალოცავი გახდა. მის გუმბათზე დადგმული ჯვარი ისლამის სიმბოლო ნახევარმთვარით შეიცვალა. სალადინის დისშვილმა ალ-მალიკ ალ-მუაზამ ისამ განახორციელა ტაძრის რესტავრაცია, მიუმატა მას ფრთები ალ-აქსას მეჩეთისაკენ.

კლდის გუმბათი სარგებლობდა სამეფო პატრონაჟით მამლუქთა პერიოდში, რომელიც გრძელდებოდა 1250-1510 წ.წ.

ოტომანთა იმპერია (1517-1917)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახურავის კრამიტული ფასადი

სულთან სულეიმანის მეფობის დროს (1520-1566) ტაძრის გუმბათი გადაიხურა ფილებით. ამ შრომას 7 წელი დასჭირდა.

ტაძრის ინტერიერი (1914)

ტაძრის შიდა მხარე მთლიანად მოპირკეთდა უხვი მოზაიკით, რომელშიც გამოყენებული იქნა ძირითად მასალად ფაიანსი და მარმარილო. მოზაიკის ნაწილი ტაძრის დასრულებიდან რამდენიმე ასწლეულის შემდეგაც დაემატა.

ტაძრის გვირგვინი შეიცავს წარწერებს. კონქის ზედა ნაწილში XVI საუკუნეში სულეიმან დიდის დროს დაიწერა სურა აი-სინი, ხოლო ალ-ისრა კიდევ უფრო ზედა ნაწილში.

კლდის გუმბათის მახლობლად 1620 წელს თურქებმა ააგეს წინასწარმეტყველის კოშკი, ხოლო ტაძარს ფართომასშტაბიანი განახლება ჩაუტარდა 1817 წელს სულთან მეჰმედ II-ის დროს.

ბრიტანული მანდატის ქვეშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს ბრიტანული მანდატის დროს პალესტინაში დიდ მუფტად დაინიშნა ჯალ ამინ ალ-ჰუსეინი. მისი აქტიურობით აღდგა იერუსალიმის კლდის გუმბათი და ალ-აქსას მეჩეთი.

კლდის გუმბათის ინტერიერი, 1915

1927 წლის 11 ივლისს მიწისძვრის შედეგად მეჩეთი ძლიერ დაზიანდა.

1955 წელს იორდანიის მთავრობის მიერ დაიწყო ტაძრის აღდგენის გრძელვადიანი პროგრამა, რომელშიც ჩაერთო თურქეთი და რამდენიმე არაბული ქვეყანა. ისინი დიდ თანხებს რიცხავდნენ ტაძრის აღდგენის ფონდში. სამუშაოები ითვალისწინებდა სულეიმან დიდის პერიოდის ფილების გამოცვლას, რომელიც ძლიერ იყო დაზიანებული წვიმების შედეგად. რესტავრაციის ძირითადი ნაწილი დასრულდა 1964 წლის აგვისტოში. 1965 წელს კლდის გუმბათის გადახურვით-აღდგენითი სამუშაოების დარჩენილი ნაწილიც დასრულდა. ტაძარი გადახურულ იქნა ალუმინის მრავალწლიანი გამოყენების გამძლე სახურავით, რომელიც იტალიაში დამზადდა. სახურავმა მთლიანად შეცვალა არსებული ექსტერიერი.

რამდენიმე საათში ტაძრის გუმბათზე ისრაელის დროშა აღიმართა, მაგრამ 1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ ებრაელებმა მოშე დაიანის ბრძანებით დროშა ჩამოხსნეს რელიგიური ნდობისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით. ტაძარი და მთლიანად ტაძრების მთა გადაეცა სამართავად მუსლიმებს.

1993 წელს გუმბათს კვლავ ჩაუტარეს რესტავრაცია იორდანიის მეფე ჰუსეინის მიერ 8,2 ($) მილ. შემოწირულობის გაღების წყალობით, რისთვისაც მეფემ ლონდონში ერთ-ერთი საკუთარი სახლი გაყიდა რესტავრაციისათვის საჭირო 80 კგ. ოქროს შესაძენად.

კლდის გუმბათი გამოსახულია ირანის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის - 1000 რიალის ბანკნოტის რევერსზე.

ვიზიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მთაზე შესასვლელის წარწერა ვიზიტორთათვის

დღეისათვის კლდის გუმბათის ოფიციალური მფლობელია იორდანია.

ХХ საუკუნის შუახანებამდე ტაძრების რაიონში ყოფნა არამუსლიმებს ეკრძალებოდათ. 1967 წლიდან მოხდა ამ წესის გაუქმება, დარჩა გარკვეული შეზღუდვები. მაგ: არამუსლიმებს ეკრძალებათ მთაზე ლოცვა, რაიმე რელიგიური ატრიბუტის ტარება გარდა მუსლიმურისა, ან რაიმე ნივთის ტარება ებრაული წარწერებით.

ისრაელის პოლიცია ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგი ამასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ისრაელის პოლიცია აწესებს შეზღუდვებს პალესტინის მცხოვრებთათვის. ტაძრების მოსალოცად პალესტინის მოსახლეობას იერუსალიმში უშვებენ მხოლოდ მუსლიმურ დღესასწაულებზე. დასავლეთ სანაპიროს პალესტინელი მამაკაცები უნდა იყვნენ 35 და მეტი წლისა, რომ მიიღონ ნებართვა ტაძრის მოსალოცად. ეს შეზღუდვები არ ეხება იმ პალესტინელებს, რომლებიც არიან ისრაელის მოქალაქეები ან გააჩნიათ ოფიციალური ნებართვა ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრებაზე.

2006 წელს ტურისტული მიზნით, დღის გარკვეულ საათებში ტაძრების მთა გაიხსნა არამუსლიმი ვიზიტორებისათვის. კერძოდ,

  • 7: 30-11: 30 დილით და 1: 30-2: 30 საღამოს, ზაფხულის განმავლობაში;
  • 7: 30-10: 30 დილით და 1: 30- 2:30 საღამოს, ზამთრის განმავლობაში.

არამუსლიმისათვის შეზღუდვა არსებობს გადაადგილებაზე რაიონში ღამის 2:30 სთ-ის შემდეგ, შეზღუდვებია აგრეთვე, პარასკევს და შაბათს და რელიგიურ დღესასწაულებზე სახლიდან გამოსვლასა და თავისუფლად მოძრაობაზე. ტაძრების მთაზე მოსახვედრად ვიზიტორები გადიან მკაცრ შემოწმებას.

რელიგიური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდის გუმბათის გამოსახულება მარკო ანტონიო ჯუსტინიანის დაბეჭდილ მარკაზე, ვენეცია, 1545–52 წ.წ.

ზოგიერთი მუსლიმი სწავლულის აზრით, გუმბათი არის ადგილი, საიდანაც წინასწარმეტყველი მუჰამედი იქნა ზეცაში აყვანილი გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ. გარდა ამისა, მუჰამედი აყვანილ იქნა იმ ადგილიდან, სადაც ლოცულობდა აბრაამი, მოსე და იესო. სხვა მუსლიმი სწავლულები ამტკიცებენ, რომ მუჰამედი აყვანილ იქნა იმ ადგილიდან, სადაც ალ-აქსას მეჩეთია აგებული.

გუმბათის გარშემო ქვები წმინდად ითვლება იუდაიზმში. თუმცა დღეს მუსლიმები მოსალოცად დადიან მექაში მდებარე სალოცავ ქააბაში, მაგრამ ოდესღაც ისინი სალოცავად მიიჩქაროდნენ ტაძრის მთაზე, როგორც ებრაელები. მუჰამედმა შეცვალა ლოცვის მიმართულება ალაჰის განცხადების შემდეგ. ებრაელები ქვების განლაგებასაც წმინდად თვლიან უზარმაზარი პერიოდის მანძილზე.

ებრაული ტრადიციის თანახმად, აქ მდებარეობს ქვა, რომელზედაც წინასწარმეტყველი აბრაამი მსხვერპლად სწირავდა საკუთარ ვაჟს, ისააკს. ყურანში მსხვერპლის ამბავში დასახელებული არ არის შვილი, მაგრამ მრავალი მუსლიმის აზრით, ეს შვილი არის არა ისააკი, არამედ ისმაილი.

გუმბათის კედლებზე არის მოზაიკური წარწერები ყურანიდან. მეცნიერთა მოსაზრებით, ეს წარწერები და მოზაიკური მორთულობანი აშკარად ხაზს უსვამს ქრისტიანობასთან ჭიდილს. ამავე დროს, ყურანშივე ხაზგასმულია, რომ იესო იყო ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და მხევალ მარიამის ვაჟი.

წარწერები შესრულებულია ჰიჯრის 72 წელს (ან 691-692 წ.წ.). ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ეს ის თარიღია, როდესაც დასრულდა გუმბათის მშენებლობა.

არსებობენ ჯგუფები და მოძრაობებო, რომელთაც სურთ გადაიტანონ კლდის გუმბათი მექაში და მის ადგილას ააგონ იერუსალიმის მესამე ტაძარი, მაგრამ თვლიან, რომ ეს გამოიწვევს საშინელ ძალადობას. ბევრი ებრაელი რელიგიური მოღვაწის აზრით, ებრაელთა მესამე ტაძარი უნდა აღდგეს მესიანურ ერაში, ხოლო ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ეს მოვლენა გახდება არმაგედონისა და მეორედ მოსვლის წინაპირობა.

არქიტექტურული თავისებურებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდის გუმბათმა გავლენა მოახდინა მთელ რიგ არქიტექტურულ ძეგლებზე. მისი შთაგონებით შეიქმნა ისეთი მშვენიერი ნაგებობანი, როგორიცაა, მაგ: წმინდა ჯაკომოს რვაკუთხოვანი ტაძარი იტალიაში, სულთან სულეიმანის მავზოლეუმი სტამბოლში, რვაკუთხოვანი მავრიტანული სტილის აღორძინების პერიოდის სინაგოგა ბუდაპეშტში და ახალი სინაგოგა ბერლინში, გერმანია.

ქრისტინებს დიდხანს სჯეროდათ, რომ კლდის გუმბათმა გაიმეორა იერუსალიმის ტაძრის სტილი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იერუსალიმის ტაძრის მთის პანორამა ზეთისხილის მთიდან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: