კლაუდია დე’ მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდია დე’ მედიჩი
ტიროლის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 19 აპრილი 1628
მმართ. დასასრული: 13 სექტემბერი 1632
წინამორბედი: ანა კატერინა გონძაგა
მემკვიდრე: ანა მედიჩი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ივნისი 1604
დაბ. ადგილი: პიტის სასახლე, ფლორენცია
გარდ. თარიღი: 25 დეკემბერი 1648
გარდ. ადგილი: ინსბრუკი
მეუღლე: ფრედერიკო, ურბინოს ჰერცოგი
ლეოპოლდ V ავსტრიელი
შვილები: 1.ვიტორია, ტოსკანის ჰერცოგინია
2.ფერდინანდ კარლი
3.იზაბელა კლარა, მანტუას ჰერცოგინია
4.სიგიზმუნდ ფრანცი
5.მარია ლეოპოლდინა, საღვთო რომის იმპერატრიცა
დინასტია: მედიჩები
მამა: ფერდინანდო I მედიჩი
დედა: კრისტინა ლოთარინგიელი
რელიგია: კათოლიციზმი

კლაუდია დე’ მედიჩი (იტალ. Claudia de Medici, გერმ. Claudia de Medici; დ. 4 ივნისი, 1604 — გ. 25 დეკემბერი, 1648) — ავსტრიის ტიროლის საგრაფოს რეგენტი მისი შვილის სრულწლოვანებამდე, 1632-1646 წლებში. იგი იყო ტოსკანას გრაფის — ფერდინანდო I მედიჩის და კრისტინა ლოთარინგიელის ასული. დაიბადა ფლორენციაში, სახელი ეწოდა ბებიამისის კლაუდია ვალუას პატივსაცემად, ვინც თავის მხრივ, ბრეტანის ჰერცოგინიის — კლაუდიასა და საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის შვილიშვილი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1620 წელს, ის ცოლად გაჰყვა ფედერიკო უბალდო დელა როვერეს, ურბინოს ჰერცოგის ფრასესკო მარია II დელა როვერეს ერთადერთ ვაჟს. მათი ერთადერთი შვილი ტოსკანას დიდ ჰერცოგზე დაქორწინდა. ფედერიკო მოულოდნელად გარდაიცვალა 1623 წლის 29 ივნისს.

ქმრის ნაადრევი სიკვდილის შემდეგ, 1626 წლის 19 აპრილს იგი ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგს — ლეოპოლდ V-ს, და ამის წყალობით გახდა ავსტრიის ერცჰერცოგინია. ის ინსბრუკში გარდაიცვალა 1648 წელს.

მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მან საკუთარი შვილის, ფერდინანდ შარლის სახელით ტიროლის რეგენტობა გადაიბარა. კლაუდიას ხუთ მრჩეველთან ერთად 1646 წლამდე ეკავა თანამდებობა. 

ფედერიკო უბალდო დელა როვერესთან მას ერთი შვილი ჰყავდა ვიტორია დელა როვერე (1622-1694), რომელიც დაქორწინდა ფერდინანდო II დე’ მედიჩიზე.

კლაუდია დე’ მედიჩის ლეოპოლდ V-სთან მას ხუთი შვილი შეეძინა : მარია ელეონორა ავსტრიელი (1627-1629) გარდაიცვალა ადრეულ ასაკში; ფერდინანდ შარლ ავსტრიელი (1628-1662) ცოლად შეირთო ანა დე’ მედიჩი; იზაბელა კლარა ავსტრიელი (1629-1685), რომელიც ცოლად გაჰყვა კარლ III-ს მანტუას ჰერცოგს; სიგისმუნდ ფრანც ავსტრიელი (1630-1665), ტიროლის გრაფი და შემდგომში ავსტრიის რეგენტი, რომელმაც ცოლად შეირთო ჰედვიგა ზულცბახელი (1650-1681); მარია ლეოპოლდინ ავსტრიელი (1632-1649), რომელიც ცოლად  გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ს (1608-1657).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]