კლარა კატარინა პოლაზეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლარა კატარინა პოლაზეკი
გერმ. Clara Katharina Pollaczek
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1875(1875-01-15)[1] [2]
დაბადების ადგილი ვენა[3]
გარდაცვალების თარიღი 22 ივლისი, 1951(1951-07-22)[1] [2] (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი Döbling ან ვენა[3]
დასაფლავებულია Sieveringer Friedhof
ფსევდონიმი Bob და Béol
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  ავსტრია
მეუღლე Otto Pollaczek
პარტნიორ(ებ)ი Arthur Schnitzler
შვილ(ებ)ი Karl Friedrich Pollaczek[4] და Hermann Erich Pollaczek

კლარა პოლაზეკი (ქალიშვილობის გვარი ლობი; გერმ. Clara Pollaczek; დ. 15 იანვარი, 1875, ვენა, ავსტრია — გ. 22 ივლისი, 1951) — ავსტრიელი მწერალი. მის კალამს ეკუთვნის რომანები, მოთხრობები და ლექსები. მან ასევე დაწერა რამდენიმე პიესა. მისი ზოგიერთი ნამუშევარი გამოჩნდა ფსევდონიმებით "ბობ" ან "ბობ ბეოლი".[5] მას ჰქონდა არტურ შნიცლერთან ურთიერთობა 1923-1931 წლებში, მანამ სანამ შნიცლერი გარდაიცვლებოდა.[6]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლაჩეკის საფლავი

კლარა ლობი დაიბადა ვენაში. იგი გაიზარდა თავის ორ ძმასთან, ალფრედთან და ოთოსთან, და მის დასთან, ანასთან ერთად. მისი ბაბუა იყო ტექსტილის მაგნატი, რომელმაც ნაბოლენელთა ომების დროს შემოსა ჰაბსბურგების ჯარი. მისი მამა, ლუი ლობი (1843–1928), ბანკირი იყო. ოჯახს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა და შესაბამისად ხშირად ჰქონდათ ოჯახური არდადეგები ბად იშლში.[7][8]

როდესაც კლარა 19 წლის იყო, მან დაიწყო წერა, ნამუშევრების გამოქვეყნებისას კი მამაკაცის ფსევდონიმებს იყენებდა. 1897 წლის აპრილში "მიმი: სილუეტები გოგონას ცხოვრებიდან" ("Mimi. Schattenbilder aus einem Mädchenleben") გამოჩნდა ლიტერატურულ ჟურნალში Neue Deutsche Zeitschrift, რომელიც მას გამოქვეყნებული ჰქონდა "ბობ" ფსევდონიმით. ზღაპრის მთავარი გმირი მორცხვი გოგონაა სახელად მიმი, რომელიც თავდაჯერებული ქალი ხდება, ის ცხოვრებით ცდილობს დატკბობას. ერთ სცენაში მთავარი გმირი მონაწილეობს "სასიყვარულო შეტაკებაში მწერალთან ნიჩბოსნზე ღამით მილშტეტერის საყდართან". მიმის ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნებამ გამოიწვია ოჯახში შეშფოთება და უგო ფონ ჰოფმანშტალს მოუწოდეს მისულიყო გამომცემლებთან ს. ფიშერ ვერლაგთან, რათა წიგნი ამოეშალათ ჟურნალიდან[9]. მიუხედავად "მიმიში" დაფიქსირებული ურჩი ტენდენციებისა, კლარა მშობლების სურვილებს ემორჩილებოდა. მან უარი თქვა მწერლობაზე და დაქორწინდა სეიტენშტეტენგასეს ტაძარში (სინაგოგა) 1898 წლის 10 მაისს. მისი მეუღლე, ოტო პოლაზეკი, ტყავის უმსხვილესი მოვაჭრის მემკვიდრე იყო. მათი ვაჟები, ჰერმან და კარლ ფრიდრიხები, დაიბადნენ 1899 და 1902 წლებში. ოჯახი ცხოვრობდა საკუთარ სახლში, ქალაქის მეორე უბანში, ბლუმაერგასეს (ქუჩა) გასწვრივ. ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. ბიზნესი ფინანსურ სირთულეებში აღმოჩნდა 1907 წელს და წარუმატებლობის შემდეგ, ოტო პოლაზეკმა თავი მოიკლა 1908 წლის 17 აპრილს. კლარას აღარ შეეძლო ეცხოვრა იმ სახლში სადაც მის ქმართან ერთად იყო წლების განმავლობაში. სიკვდილის შემდეგ მას ძალიან ცოტა ქონება დარჩა. მისი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან მან ინვესტიცია ჩადო ომის ობლიგაციებში. მან გაყიდა თავისი სამკაულები და დატოვა მშობლების სახლი, თუმცა 1918 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ ისევ დაბრუნდა. სახლი 1928 წელს გაიყიდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სასტუმროში ცხოვრობდა, სანამ მეთვრამეტე რაიონში, უნივერსიტეტის დასავლეთით მდებარე პატარა ბინაში გადავიდოდა. ოჯახის შენარჩუნების მიზნით, 1924 წელს იგი დაუბრუნდა მწერლობას, ასევე მუშაობდა თარჯიმნად. 1920-იანი და 1930-იანი წლების განმავლობაში მან გამოაქვეყნა მოთხრობები, ნოველები და ლექსები პრესტიჟულ Neue Freie Presse- ში (ყოველდღიური გაზეთი), ასევე რამდენიმე სერიულად გამოქვეყნებული რომანი.[10] მან შეიძინა დიდი რაოდენობით ერთგული მკითხველები. ავსტრია გერმანიაში შევიდა 1938 წელს. კლარა კატარინა პოლაზეკს ანტისემიტურად დევნიდნენ რადგან ის ებრაელი იყო. მოგვიანებით ის გადავიდა პრაღაში, სადაც ცოტა ხნით ცხოვრობდა. როდესაც 1939 წელს გერმანელებმა დაასრულეს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია, ის სტუმრობდა მეგობრებს შვეიცარიაში. იგი შვეიცარიაში დარჩა, ნათესავების ფინანსური დახმარებით ომის დასრულებამდე 1945 წელს.

1951 წელს, იგი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა გამოჩნდა Neue Freie Presse- ში 1951 წლის 25 ივლისს. 1951 წლის 26 ივლისს მისი ცხედარი დაკრძალეს ქალაქის სხვა საპატიო მოქალაქეთა შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ''Arthur Schnitzler und Ich'', 1896–1931, Vols 1-3. unpublished typescript (believed to have been intended for publication). Vienna 1931–1932

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Frauen in Bewegung 1848–1938Österreichische Nationalbibliothek, 2006.
  3. 3.0 3.1 Schmid-Bortenschlager S., Schnedl-Bubeniček H. Österreichische Schriftstellerinnen 1880–1938: Eine Bio-BibliographieStuttgart: Akademischer Verlag Hans-Dieter Heinz, 1982. — S. 137. — ISBN 978-3-88099-123-1
  4. Gaugusch G. (unspecified title)Wien: Amalthea Signum Verlag, 2016. — S. 2609. — ISBN 978-3-85002-773-1
  5. Clara Katharina Pollaczek ... Biographie. Wiener Stadt- und Landesarchiv. ციტირების თარიღი: 18 September 2017.[მკვდარი ბმული]
  6. Christa Bittermann-Wille. Clara Katharina Pollaczek ... Biographie. Frauen in Bewegung: 1848-1938. Österreichische Nationalbibliothek, Wien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 18 September 2017.
  7. Stephan Kurz. Im Schatten Schnitzlers - Leben und Werk von Clara Katharina Pollaczek. ციტირების თარიღი: 22 March 2019.
  8. (2012) »A. ist manchmal wie ein kleines Kind.« Clara Katharina Pollaczek und Arthur Schnitzler gehen ins Kino. 
  9. Prof. Dr. Michael Rohrwasser (supervisor). Im Schatten des Todes: die Beziehung zwischen Arthur Schnitzler und Clara Katharina Pollaczek. Diplomarbeit: Magister der Philosophie (Mag.phil.). Universität Wien (2010). ციტირების თარიღი: 21 September 2017.
  10. Stephan Kurz: Kommentierte Bibliographie zu Clara Katharina Pollaczek, in: „A. ist manchmal wie ein kleines Kind“. Clara Katharina Pollaczek und Arthur Schnitzler gehen ins Kino. Hrsg. v. Stephan Kurz und Michael Rohrwasser. Böhlau, Wien 2010, p. 35 ff.