კირსტენ ჯილიბრენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირსტენ ჯილიბრენდი

კირსტენ ელიზაბეთ ჯილიბრენდი (ინგლ. Kirsten Elizabeth Gillibrand; დ. 9 დეკემბერი, 1966) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, უმცროსი სენატორი ნიუ-იორკის შტატიდან 2009 წლიდან. წარმომადგენელთა პალატის წევრი 2007–2009 წლებში. დემოკრატი.

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, მუშაობდა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაში 2000 წელს. 2006 წელს გახდა ნიუ-იორკის მეოცე საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი კონგრესში, მეორე ვადით აირჩიეს 2008 წელს. წარმომადგენელთა პალატაში მოღვაწეობისას, იყო კონსერვატორ დემოკრატთა „ლურჯი ძაღლის კოალიციის“ წევრი.

2009 წელს, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად დანიშვნის შემდეგ, გუბერნატორმა დეივიდ პატერსონმა ჯილიბრენდი მის მემკვიდრედ დანიშნა. ჯილიბრენდა გაიმარჯვა 2010 წლის სპეციალურ არჩევნებში, სრული 6-წლიანი ვადით აირჩიეს 2012 და 2018 წლებში.

2019 წლის 17 მარტს გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა დემოკრატთა პრაიმერში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატობისთვის.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]