კინაბალუს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კინაბალუს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 06°15′00″ ჩ. გ. 116°30′00″ ა. გ. / 6.25000° ჩ. გ. 116.50000° ა. გ. / 6.25000; 116.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1012
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1012
ინგლ.რუს.ფრ.

კინაბალუს ეროვნული პარკი — ერთ-ერთი პირველი ეროვნული პარკი მალაიზიაში, რომელიც 1964 წელს შეიქმნა. ამავე დროს, იგი პირველი ობიექტია მალაიზიიდან, რომელიც 2000 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც თავისი „აშკარად უნივერსალური ღირებულებებისა" მსოფლიოშო უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური როლის გამო.

მდებარეობს კუნძულ ბორნეოს მალაიზიის კუთვნილი ნაწილის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში, საბაჰის შტატში. მისი ფართობი 754 კმ²-ია. პარკი გარს ერტყმის კინაბლუს მთას, რომელიც კუნძულ ბორნეოს უმაღლესი მწვერვალია (4 095 მ)

პარკი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში და მალაიზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2004 წელს, მას 415 360 მნახველი და 43 430 მთამსვლელი ეწვია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]