კიკვიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კიკვიტი
ფრანგ. Kikwit
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია კვილუს პროვინცია
კოორდინატები 5°02′00″ ს. გ. 18°49′00″ ა. გ. / 5.03333° ს. გ. 18.81667° ა. გ. / -5.03333; 18.81667
ფართობი 92 კმ²
ცენტრის სიმაღლე 452
მოსახლეობა 397 737 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
კიკვიტი — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კიკვიტი

კიკვიტი (ფრანგ. Kikwit) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კვილუს პროვინციაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიკვიტი კვილუს პროვინციის მსხვილი ქალაქია, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე კუილუზე, ზღვის დონიდან 452 მეტრ სიმაღლეზე[1]. კიკვიტი რეგიონში ასევე ცნობილია დასახელებით «დედა» (ინგლ. The Mother). 2009 წლის 18 თებერვალს, ახალი კონსტიტუციის მიღებიდან 36 თვის შემდეგ, კიკვიტი გახდა ახალი კვილუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის შეფასებითი მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 397 737 ადამიანს[2].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიკვიტი — მთავარი კომერციული და ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქში არსებობს სტადიონი და აეროპორტი. კიკვიტი კინშასასთან დაკავშირებულია ავტოგზით და სამდინარე ტრანსპორტით.

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს კიკვიტში იფეთქა სასიკვდილო ებოლას ციებ-ცხელებამ.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალმა რაფიის ფოთლებისგან დამზადებული მოცეკვავის ტანისამოსი

ქალაქი ცნობილია ტრადიციული, კერძოდ პენდეს ხალხის, ცეკვებით. პენდეს მოცეკვავეები ხშირად ატარებენ ეროვნულ სამოსს, რომელიც შედგება ლამაზი ნიღბებისაგან და პალმა რაფიას ფოთლების ტანსაცმლისაგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kikwit, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
  2. Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population World Gazetteer