კერი ჩეპმენ კეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერი ჩეპმენ კეტი
მშობლიური სახელი Carrie Chapman Catt
დაბადების სახელი კერი კლინტონ ლეინი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1859
პიპონი, ფონ ფიუ ლუკი, უისკონსინი,აშშ
გარდაცვალების თარიღი 9 მარტი, 1947
ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ
ალმა-მატერი აიოვას შტატის უნივერსიტეტი
საქმიანობა ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, სუფრაჟისტი
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი (1982)
ხელმოწერა

კერი ჩეპმენ კეტი (დ. 9 იანვარი, 1859 — გ. 9 მარტი, 1947) — ამერიკელი სუფრაჟისტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერი. მან დიდი როლი ითამაშა აშშ-ს კონსტიტუციის მეცხრამეტე შესწორებაში, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა.[1] იყო ХХ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზეე ცნობილი ქალი ამერიკაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერი დაიბადა 1859 წელს უისკონსინის შტატში. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესებული იყო მეცნიერებით და სურდა ექიმი გამოსულიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა აიოვას შტატის აგრალურ სკოლაში (ამჟამად აიოვას მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი). თავდაპირველად კეტის მამა წინააღმდეგი იყო მისი კოლეჯში სწავლისა მაგრამ შემდგომ შეიცვალა აზრი და კოლეჯის ხარჯებიც კი მან დაფარა. თავის გასატანად კერი იძულებული იყო ემუშავა, თავდაპირველად ჭურჭლის მრეცხავად, შემდგომ ბიბლიოთეკარად და სოფლის სკოლის მასწავლებლად.

სწავლის დროს კერი შეურთდა სტუდენტური ორგანიზაციის მიერ შექმნილ ადგილობრივ ლიტერატურულ საზოგადოებას. მათი მიზანი იყო გაეუმჯობესებინათ სტუდენტების უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია სწავლის პროცესში და გაეზარდათ მათი თავდაჯერებულობა. ამ საზოგადოების შეხვედრებზე საუბრის უფლება მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ. კერიმ დაარღვია ეს წესი და დაიწყო დებატებში მონაწილეობის მიღება. ამით დაიწყო ორგანიზაციის ღონისძიებაზე ქალთა როლის და მათი მონაწილეობის ზრდაზე განხილვები. საბოლოოდ კი მათ გააუქმეს აკრძალვა ქალთა დებატებში მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, კერი იყო Pi Beta Phi-ის წევრი. ეს კლუბი თავდაპირველად მხოლოდ ქალთა დისკუსიისთვის იყო, მაგრამ შემდომ ის მხარს უჭერდა სტუდენტების მონაწილეობას სამხედრო წვრთნებში.

სამწლიანი სწავლის შემდეგ კერიმ მიიღო სამეცნიერო ხარისხის დიპლომი. მის კურსზე ის ერთადერთი ქალი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ ის ჯერ სასამართლოში, შემდეგ სკოლაში, ხოლო ბოლოს აიოვას შტატში მუშაობდა დირექტორად.[2].

1885 წლის თებერვალში კერი ცოლად გაჰყვა ლეო ჩეპმს, რომელიც ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი იყო. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ლეო გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში კერი გახდა სუფრაჟისტული მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1890 წელს კერი ისევ დაქორწინდა მდიდარ ინჟინერ ჯორჯ კეტზე. ჯორჯი მხარს უჭერდა ცოლს ქალთა ხმის მიცემის უფლებისთვის ბრძოლაში. ამ ქორწინების წყალობით კერის შეეძლო ქალთა ხმის მიცემის უფლების მოპოვებისათვის ყოველ წელს ჩაეტარებინა დიდი მხარდასაჭერი კამპანია.

სუფრაჟისტულ მოძრაობებში შეტანილი წვლილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული სუფრაჟისტული ასოციაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წლის 6 აპრილი, კერი კეტი სუფრაჟისტებთან ერთად, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში სამოგზაუროდ ქალთა ხმის მიცემის უფლებების მხარდამჭერი კამპანიისთვის.

1887 წელს კეტი დაბრუნდა მშობლიურ მხარეში და გახდა სუფრაჟისტული მოძრაობის წევრი. 1890 წლიდან 1892 წლამდე ის მუშაობდა შტატის მთავრობის მდივნად. ამავე დროს მან მუშაობა დაიწყო ამერიკულ ეროვნულ სუფრაჟისტულ ასოციაციაში და 1890 წელს ასოციაციის სახელით სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში ჩატარებულ კონვენციაზე.[3]. 1892 წელს სიუზენ ენტონის დიდი თხოვნის შედეგად მან მიმართა კონგრესს კონსტიტუციაში შესწორების შეტანის აუცილებლობის შესახებ, რაც ქალებს ხმის მიცემის უფლებას მინიჭებოდა.

კეტი ორჯერ აირჩიეს სუფრაჟისტული ასოციაციის პრეზიდენტად: პირველად 1900 წელს 1904 წლამდე, ხოლო შემდგომ 1915 წელს 1920 წლამდე. პირველად თანამდებობიდან წავიდა ავადმყოფი ქმრის მოსავლელად. ის დაბრუნდა 1915 წელს. ამ დროს ანა ჰოვარდ შოუს ხელმძღავნელობის ქვეშ ასოციაცია დაყოფილი იყო. მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს კერიმ შეძლო ასოციაციის გაფართოება და მისი ბიუჯეტის გაზრდა. 1916 წლის კონვენციაზე, რომელიც ანტლანტასითიში ჩატარდა კერიმ წარმოადგინა თავისი „გამარჯვების გეგმა“. მას სურდა სხვადასხვა შტატის წარმომადგენლისა და სენატორების დაინტერესება ქალთა ხმის მიცემის უფლების მინიჭების მხარდასაჭერად. მისი მიზანი იყო ქალთა ხმის მიცემის უფლების მხარდაჭერა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ რეგიონალურ დონეზეც. ის ასევე იმედოვნებდა, რომ მოძებნიდა კომპრომისებს იმ შტატების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ უარყოფდნენ ქალთა ხმის მიცემის უფლებას. კეტის ხელმძღვანელობით ასოციაციამ შეძლო თეთრი სახლისა და სენატის მხარდაჭერის მოპოვება. 1917 წლისათვის დასავლეთის ზოგიერთმა შტატმა უკვე მიანიჭა ქალებს ხმის მიცემის უფლება. კეტმა გადაწყვიტა თითოეული შტატისთვის მიექცია განსაკუთრებული ყურადღება და ნიუ-იორკის შტატში წარმატებული კამპანია წამოიწყო, სწორედ ამის წყალობით შტატში მიიღეს კანონი, რომლის საშუალებით ქალებს ენიჭებოდათ ხმის მიცემის უფლება. იმავე წელს პრეზიდენტმა და კონგრესმა მიიღეს გადაწყვეტილება პირველ მსოფლიო ომში აშშ-ს ჩართვის შესახებ. კეტი ღიად უჭერდა მხარს მთავრობას, რადგან ფიქრობდა, რომ ეს სუფრაჟისტული მოძრაობის პატრიოტულ მოძრაობად აიღარებას შეუწყობდა ხელს. მომდევნო წელს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სუფრაჟისტულ მოძრაობას. საბოლოოდ 1920 წელს კეტისა და სუფრაჟისტული მოძრაობის თავდაუზოგავი ბრძოლით მიიღეს კონსტიტუციის მეცხრამეტე შესწორება, რომელიც ქალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ანიჭებდა ხმის მიცემის უფლებას.[4][5].

კერი კეტიმ და მერი ჰეიმ მიიღეს ბიულეტენები, რათა პირველად მისცენ ხმა 1920 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

კეტი სხვადასხვა შტატში აგიტაციური კამპანიის დროს ზოგჯერ მიუღებელ ხერხს მიმართავდა. მაგალითად სამხრეთ კაროლინაში 1919 წელს ის რასისტული განწყობით ამტკიცებდა, რომ ქალთა ხმის მიცემის უფლების მინიჭებდა „კი არ დაასუსტებდა, არამედ პირიქით განამტკიცებდა თეთრკანიანი ამერიკელების უფლებებს“[6]. სუფრაჟისტული ასოციაცია იყო ძალიან დიდი ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა ქალთა ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად ამერიკაში. 1880 წლიდან 1920 წლამდე კეტიმ ჩაატარა ათობით კამპანია, ორგანიზება გაუწია მოხალისეობრივ საქმიანობას (1920 წლისათვის 1 მილიონი მოხალისე) და ასევე ჰქონდა ასობით სიტყვით გამოსვლა. კონსტიტუციის მეცხრამეტე ჩასწორების შემდეგ კერიმ დატოვა პრეზიდენტის პოსტი. მიუხედავად ამისა მან განაგრძო ქალთა უფლებების გაფართოებისთვის ბრძოლა. ქმრის სიკვდილის შემდეგ კერი გახდა ქალთა საერთაშორისო ალიანსის (სუფრაჟისტული ორგანიზაცია) წევრი, ასევე დააარსა ამომრჩეველ ქალთა ლიგა, რომლის მიზანიც იყო დახმარებოდა ქალებს სათანადოდ გამოეყენებინათ ხმის მიცემის უფლება.

საერთაშორისო სუფრაჟისტული მოძრაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეტი ასევე იყო საერთაშორისო სუფაჟისტული მოძრაობის ლიდერი[7]. 1902 წელს მან ხელი შეუწყო საერთაშორისო სუფრაჟისტული ალიანსის (დღესდღეობით ქალთა საერთაშორისო ალიანსი) დაარსებას, რომელსაც შემდგომ 35 ქვეყნის ორგანიზაცია შეუერთდა. 1904 წლიდან 1923 წლამდე კერი ალიანსის პრეზიდენტი იყო. რვა წლის განმავლობაში კერი მუშაობდა ქალთა უფლებების გაფართოებაზე მთელ მსოფლიოში. ამერიკული სუფრაჟისტული ასოციაციის პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ ის კონცენტრირდა მთელ მსოფლიოში ქალთა ხმის მიცემის უფლებების მოპოვებაში. ალიანსი დღესაც არსებობს.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ს საფოსტო მარკა (ცენტრში კერი კეტი)

კეტი გარდაიცვალა 1947 წელს. მისმა მოღვაწეობამ აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა. 1926 წელს ის ჟურნალ თაიმის ყდაზე დაბეჭდეს, 1930 წელს მან მიიღო პრემია, ხოლო 1941 წელს ის თეთრ სახლში დააჯილდოვეს. 1975 წელს ის იყო პირველი ქალი, რომელიც აიოვას შტატის ახლადდაარსებულ ქალთა დიდების დარბაზში შეიყვანეს. 1992 წელს კეტი დაასახელეს საუკუნის რვა ყველაზე მნიშვნელოვან ქალბატონებს შორის[8].

ამერიკული სუფრაჟიზმის შესახებ გადაღებულ მხატვრულ ფილმში „ანგელოზები რკინის კბილებით“ კერი კეტის როლი შეასრულა ანჯელიკა ჰიუსტონმა.

კეტის საპატივცემულოდ აიოვას შტატში, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, არაერთი ძეგლი და შენობა დგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fowler, Robert Booth. Carrie Catt: Feminist Politician (1986). ISBN 9781555530051
  • Schott, Linda. "'Middle-of-the-Road' Activists Carrie Chapman Catt and the National Committee on the Cause and Cure of War". Peace & Change, vol. 21, no. 1
  • Wuestenbecker, Katja, "Catt, Carrie Chapman" in World War 1: the Definitive Encyclopedia and Document Collection Santa Barbara, CA: ABC-CLIO, ISBN 9781851099641
  • James, Edward T.; James, Janet Wilson (1974). Notable American Women: A Biographical Dictionary. Harvard University Press. p. 312. ISBN 0-674-62734-2.
  • Francisca de Haan; Krasimira Daskalova; Anna Loutfi (2006). Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th Centuries. Central European University Press. ISBN 978-963-7326-39-4.
  • "Catt Fight at Iowa State". The Journal of Blacks in Higher Education, no. 18 (Winter, 1997-1998),

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „CARRIE C.CATT DIES OF HEART ATTACK; Woman's Suffrage Pioneer, Long an Advocate of World Peace, Succumbs at 88“. The New York Times (ინგლისური). 1947-03-10. 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-03-25.
  2. Catt, Carrie Chapman, 1859-1947. Carrie Chapman Catt Papers, 1880-1958. asteria.fivecolleges.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2018-03-25.
  3. Carrie Museum | About Carrie Lane Chapman Catt. www.catt.org. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  4. Carrie Chapman Catt. Biography. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  5. „Carrie Chapman Catt - National American Woman Suffrage Association Collection“. The Library of Congress (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  6. MUNNS, ROGER (1996-05-05). „University Honors Suffragette Despite Racism Charge“. Los Angeles Times (ინგლისური). 0458-3035. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  7. Carrie Chapman Catt: A Life of Leadership. natelevin.tripod.com. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  8. Timeline of Carrie Chapman Catt's Life. Carrie Chapman Catt Center for Women and Politics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-17. ციტირების თარიღი: 2018-03-26.