კენეთ I (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენეთ I

კენეთ I მაკ ალპინი (ინგლ. Kenneth MacAlpin, ძვ. გელური. Cináed mac Ailpeín, ახ. გელური. Coinneach MacAilpein; დ. დაახ. 800 — გ. 13 თებერვალი 858, კინ ბელახოირი) — პიქტების მეფე და ტრადიციის მიხედვით შოტლანდიის პირველი მეფე („სკოტების მეფე“ — „King of Scots“). 841 წელს იგი დალ რიადას სამეფოს მეფე გახდა, ხოლო 843 წელს სკონის ქვაზე დასმით — პიქტებისა და სკოტების მეფე. ახლადწარმოშობილ სამეფოს გელურ ენაზე „ალბა“ („Alba“) ეწოდებოდა, ხოლო კენეთმა სათავე დაუდო მაკ ალპინების დინასტიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]