კეიტ ჰადსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Kate Hudson
დაბადების სახელი კეიტ გერი ჰადსონი
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1979 (1979-04-19) (44 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მწერალი, ბიზნესმენი
აქტიური 1996–დღემდე
მეუღლე(ები) კრის რობინსონი (იქ. 2000; განქ. 2007)
პარტნიორ(ებ)ი მეთიუ ბელამი (2010-2014)
დენი ფუჯიკავა (2016-დღემდე)
მშობლები მამა: ბილ ჰადსონი
დედა: გოლდი ჰოუნი

კეიტ გერი ჰადსონი (ინგლ. Kate Garry Hudson; დ. 19 აპრილი, 1979)[1]ამერიკელი მსახიობი, მწერალი და ბიზნესმენი.

დაიბადა 1979 წლის 19 აპრილს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, ოსკარის მფლობელი მსახიობის, გოლდი ჰონისა და მომღერალ ბილი ჰადსონის ოჯახში.[1] 18 თვის იყო იგი, როდესაც დედ-მამა ერთმანეთს გაეყარნენ. კეიტი და მისი უფროსი ძმა, ოლივერ ჰადსონი დედამ და მისმა მეგობარმა მამაკაცმა მსახიობმა, კურტ რასელმა გაზარდეს.[2]

1997 წელს ჰადსონმა დაამთავრა კროსროუდის კოლეჯი, თუმცა მან ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლას სამსახიობო კარიერა არჩია.[2]

მისი დებიუტი კინოში შედგა 1998 წელს, დრამატულ ფილმში „Desert Blue“. სახელი გაითქვა ფილმით „თითქმის ცნობილი“ (2000), რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“ (2003), „მოდური დედიკო“ (2004), „სხვენის გასაღები“ (2005), „მე, შენ და დიუპრე“ (2006), „სულელების ოქრო“ (2008), „პატარძლების ომი“ (2009), „ცხრა“ (2009), „დიფვოთერ ჰორიზონი“ (2016), „დედის დღე“ (2016) და „მარშალი“ (2017).

2013 წელს ჰადსონმა, რამდენიმე ადამიანთან ერთად დააარსა კომპანია Fabletics, რომელიც დაკავებულია ქალის სპორტული სამოსის გაყიდვებით.[3][4]2016 წელს გამოსცა პირველი წიგნი „Pretty Happy: Healthy Ways to Love Your Body“,[5] ხოლო 2017 წელს მეორე წიგნი — „Pretty Fun: Creating and Celebrating a Lifetime of Tradition“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1997 ჩვენ ხუთნი Party of Five კორი
1997 EZ Streets ლორეინ კეჰილი
1998 Desert Blue სკაი დეივიდსონი
1999 200 სიგარეტი 200 Cigarettes სინდი
2000 დოქტორი T და მისი ქალები Dr. T & the Women დი დი ტრევისი
2000 თითქმის ცნობილი Almost Famous პენი ლეინი
2000 ჭორი Gossip ნაომი პრესტონი
2000 ადამის შესახებ About Adam ლუსი ოუენსი
2001 The Cutting Room კრისი კემპბელი
2002 ოთხი ბუმბული The Four Feathers ეთნა იუსტასი
2003 გაყრა Le Divorce იზაბელ უოლკერი
2003 ალექსი და ემა Alex & Emma ემა
2003 როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში How to Lose a Guy in 10 Days ენდი ანდერსონი
2004 მოდური დედიკო Raising Helen ჰელენ ჰარისი
2005 სხვენის გასაღები The Skeleton Key კეროლაინ ელისი
2006 მე, შენ და დიუპრე You, Me and Dupree მოლი პიტერსონი
2008 სულელების ოქრო Fool's Gold ტეს ფინინგამი
2008 საუკეთესო მეგობრის შეყვარებული My Best Friend's Girl ალექსი
2009 პატარძლების ომი Bride Wars ლივ ლერნერი
2009 ცხრა Nine სტეფანი
2010 მკვლელი ჩემში The Killer Inside Me ემი სტენტონი
2011 სამოთხის ნაწილი A Little Bit of Heaven მარლი კორბეტი
2011 საქმრო ქირით Something Borrowed დარსი
2012–2013 კლუბი Glee კასანდრა ჯული
2013 უნებლიე ფუნდამენტალისტი The Reluctant Fundamentalist ერიკა
2013 სუფთა ისტორია Clear History რონდა
2014 ნეტავ აქ ვყოფილიყავი Wish I Was Here სარა ბლუმი
2014 კარგი ხალხი Good People ამა რაიტი
2015 როკი აღმოსავლეთში Rock the Kasbah მერსი
2016 ანფ კუნგ-ფუ პანდა 3 Kung Fu Panda 3 მეი მეი
2016 დედის დღე Mother's Day ჯესი
2016 დიფვოთერ ჰორიზონი Deepwater Horizon ფელიცია უილიამსი
2017 მარშალი Marshall ელეანორ სტრაბინგი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Kate Hudson Biography (1979–). FilmReference.com. ციტირების თარიღი: July 12, 2010.
  2. 2.0 2.1 „Kate Hudson finds success fun, but hard earned“. China Daily. 13 ივლისი, 2006. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Gina Hall. (May 8, 2014) Kate Hudson throws down against Lululemon. American City Business Journals. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015.
  4. Kilcooley-O'Halloran, Scarlett. (August 22, 2014) Kate Hudson: Giving Women What They Want. Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2015. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015.
  5. Hudson, Kate (2016). Pretty Happy: Healthy Ways to Love Your Body. HarperCollins. ISBN 978-0-06-243424-1.