კეიტ მოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეიტ მოსი
Kate Moss
კეიტ მოსი Kate Moss
ნამდვილი სახელი კეთრინ ენ მოსი
ინგლ. Katherine Ann Moss
დაბ. თარიღი 16 იანვარი, 1974 (1974-01-16) (50 წლის)
დაბ. ადგილი კროიდონი, დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
სიმაღლე 168 სმ
წონა 48 კგ
მკერდი 86 სმ
წელი 66 სმ
თეძო 90 სმ
თმის ფერი შავგრემანი
თვალები მწვანე
ეროვნება ბრიტანელი

კეთრინ (კეიტ) ენ მოსი (ინგლ. Katherine „Kate“ Ann Moss; 16 იანვარი 1974, კროიდონი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი სუპერმოდელი, „Forbes“-ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელია მსოფლიოში.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს კეიტ მოსი გადაიღეს სარეკლამო რგოლში, ხოლო უკვე 1992 წელს მოდურმა ბრენდმა „Calvin Klein“-მა შესთავაზა მოდელს კონტრაქტი 4 მილიონ დოლარზე. 90-იანიების შუა წლებში ვარსკლავის ჰონორარი დღეში 10 ათას აშშ დოლარს აღემატებოდა. გასული საუკუნის დასასრულისთვის კეიტ მოსი შემოუერთდა სუპერმოდელთა პლეადას, რომელშიც შედიოდნენ ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი. კეტრინის სახე მსოფლიო მნიშვნელობის მოდური ჟურნალების ყდებზე მოხდა, მის შესახებ წერდნენ წიგნებს, კინოში გადაღებას სთავაზობდნენ.

მთელი თავისი კარიერის მანძილზე კეიტ მოსი მონაწილეობდა სხვადასხვა მოდური სახლების ჩვენებებში, მათ შორის იყვნენ Gucci, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Versace, Chanel, Missoni, Dior, Longchamp, David Yurman და ა.შ.

ჟურნალ „Forbes“-ის მიხედვით კეიტ მოსი არის მეორე ადგილზე ჟიზელ ბუნდჰენის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა შორის.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Blakeley, Kiri. (16 July 2007) The World's Top-Earning Models. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2009.