კატრინა კაიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატრინა კაიფი
დაბადების სახელი კატრინა როზმარი ტიურკოტი
დაბადების თარიღი 16 ივლისი, 1983 (1983-07-16) (40 წლის)
ბრიტანული ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 2003-დან დღემდე

კატრინა კაიფი (ინგლ. Katrina Kaif, დ.16 ივლისი, 1983, ბრიტანული ჰონგ-კონგი) — ინდოელი მსახიობი და ფოტომოდელი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ინდოეთში. მედიის აზრით, მიიჩნევა ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ ცნობად სახედ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატრინა კაიფი დაიბადა 1983 წლის 16 ივლისს. მისი მამა მუჰამედ კაიფი - ბრიტანელი ბიზნესმენია ქაშმირიდან, დედა კი სიუზან ტიურკოტი - ინგლისელი იურისტი და ქველმოქმედია[1]. მსახიობს ჰყავს სამი უფროსი და: სტეფანი, კრიტინა და ნატაშა; სამი უმცროსი და: მელისა, სონია და იზაბელი და უფროსი ძმა - მაიკლი. იზაბელ კაიფი ასევე მოდელი და მსახიობია. კატრინას მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, როცა ის პატარა იყო და მამა საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ის ყვება, რომ მამას არანაირი გავლენა არ ჰქონდა მისი და დების აღზრდაზე, რომ დედა ამით მარტო იყო დაკავებული. ცხოვებაში მამის არყოფნის გამო კატრინამ განაცხადა: „როცა მე ვხედავ მეგობრებს, რომლებსაც არაჩვეულებრივი მამები ჰყავთ და ისინი საკუთარ ოჯახებს საყრდენ ბოძად ევლინებიან, მე ვამბობ, მეც რომ ასეთი (მამა) მყოლოდა. მაგრამ, წუწუნის ნაცვლად მადლიერი უნდა ვიყო ყველაფერი დანარჩენით, რაც გამაჩნია.“

კატრინა ამბობს, რომ მისმა დედამ გადაწყვიტა თავი სოციალური საქმისთის მიეძღვნა და სწორედ ამან განაპირობა მისი ოჯახის სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა წლების განმავლობაში:

ვიკიციტატა
„ჩემი ბავშვობის პერიოდში ჩვენ მუდმივად გადავდიოდით სხვადასხვა ადგილას: ჰონგ-კონგიდან ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში, იაპონიიდან გემით საფრანგეთში... ამის შემდეგ შვეიცარია და არ ვთვლი ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებს, სადაც რამდენიმე თვე ვცხოვრობდით, შემდეგ კრაკოვი პოლონეთში... ამის შემდეგ წავედით ბელგიაში, ჰავაიში, სადაც გარკვეული პერიოდი ვიმყოფებოდით და მერე გადავედით ლონდონში.“

მათი ხშირი მოგზაურობის გამო კატრინა, მისი ძმა და დები განათლებას სასხლში იღებდნენ. ბევრი ფიქრობს, რომ კატრინა ლონდონში გაიზარდა, თუმცა ინდოეთში გადმოსვლამდე მან იქ მხოლოდ სამი წელი გაატარა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოდელო კარიერა და პირველი წლები კინოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თოთხმეტი წლის ასაკში კატრინა კაიფმა გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში და მიიღო პირველი სამოდელო სამსახური საიველირო კომპანიაში. სამოდელო ბიზნესით პროფესიონალურად ის უკვე ლონდონში დაკავდა. მუშაობდა სააგენტოებში და გამოდიოდა მოდის კვირებულებზე. ერთ-ერთ ჩვენებაზე კატრინამ ლონდოელი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო. მან ის აარჩია ინგლისურ-ინდურ ეროტიკულ ფილმში სათამაშოდ, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ამიტაბჰ ბაჩანი, გულშან გროვერი, ჯეკი შროფი, მადხუ საპრე და პადმა ლაქშმი[2][3][4]. ინდოეთში გადაღებებისას კატრინამ სხვა შემოთავაზებებიც მიიღო და ინდოეთში დარჩენა გადაწყვიტა. 2003 წლიდან მან სამოდელო კარიერა დაიწყო ინდოეთშიც და მუშაობდა Samsung-თან, ელჯისთან, კოკა-კოლასთან და Fevicol-თან.

კომერციული წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატრინას კარიერის პერპექტივამ 2007 წელს იჩინა თავი, როცა ის ბოლივუდის ოთხ ჰიტში გადაიღეს. „ნამასტე ლონდონში“ ის თამაშობდა აკშაი კუმართან ერთად. ამის შემდეგ მან მეორეხარისხოვანი როლი მიიღო სპორტულ დრამაში „მშობლიური ადამიანები“. ამის შემდეგ ის დევიდ ხანის კომედია „პარტნიორში“ მონაწილეობდა სალმან ხანთან, ლარა დატასა და გოვინდასთან ერთად. ფილმმა ფინანსურ წარმატებას მიაღწია. ასევე მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, სადაც თამაშობდა აკშაი კუმართან, ნანა პატეკართან, მალიკა შერავატთან და ანილ კაპურთან ერთად. ფილმმა ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა 2007 წელს მეორე ადგილზე იყო კომერციული თვალსაზისით.

აწმყო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს კატრინა გამოჩნდა საცეკვაო ნომერში Chikni Chameli ფილმში „ცეცხლოვანი გზა“. მსახიობის თქმით ეს იყო რთული სამუშაო, ძალიან სწრაფად, ეს არ იყო ის სტილი, რომელსაც ის იყო შეჩვეული, მაგრამ მან ეს გამოწვევის მსგავსად მიიღო. თავის შემდეგ პროექტში, კაბირ ხანის ჯაშუშრ ტრილერში „იყო ერთი ვეფხვი“, მან პაკისტანელი აგენტის როლი შეასრულა, რომელსაც ინდოელი აგენტი უყვარდება. ფილმმა გამოიმუშავა 48 მილიონი დოლარი და შევიდა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმების სიაში.

იმავე წელს კატრინამ ითამაშა ანუკშა შარმასა და შახრუხ ხანთან ერთად იაშა ჩოპრას ფილმში „სანამ ცოცხალი ვარ“. ჩოპრასთან მუშაობა კატრინას ოცნება იყო და ის აცხადებს, რომ რეალობა კიდევ უკეთესი აღმოჩნდა. მისი აზრით იაშა ჩოპრა რომანტიკის მეფეა და განსაკუთრებულად გადმოსცემს პერსონაჟთა ხასიათს. კომერციულლად ფილმი მომგებიანი აღმოჩნდა და მის ანგარიშზე 33 მილიონი დოლარი ირიცხებოდა.

2013 წელს იტამაშა ცირკის მსახიობის როლი ფილმში „ბაიკერები 3“ აამირ ხანთან ერთად. როლისთვის მოსამზადებლად იგი ერთი წლის განმავლობაში დადიოდა პილატესზე და ფუნქციონალურ ტრენინგებზე. ფილმმა განსხვავებული შეხედულებები დაიმსახურა და კატრინას როლიც გაკრიტიკდა. ფილმი კომერციული წარმატების პიკი იყო, რადგანაც 84 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა მისი რეკორდი 2014 წელს გააუჯობესა ფილმმა „პიკეი“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატრინას პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიის ყურადღების ქვეშ ექცეოდა. 2003 წლიდან კატრინას ურთიერთობა ჰქონდა სალმან ხანთან. ისინი 2010 წელს დაშორდნენ და მეგობრობა შეინარჩუნეს[5][6].

2009 წელს ფილმის „უცნაური სიყვარულის საოცარი ისტორია“ გადაღებისას ის დაუახლოვდა მსახიობ რანბირ კაპურს. 2010 წლიდან მათ დაიწყეს ურთეირთობა, თუმცა თავიდან უარყოფდნენ ამ ფაქტს და აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ. 2013 წელს ჟურნალმა Stardust-მა გამოაქვეყნა პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც რანბირი და კატრინა ერთად იყვნენ დაფიქსირებულნი იბიცაზე დასვენებისას. მიუხედავად იმისა, რომ რაბირს ეს ურთიერთობა ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია, ის კატრინას მის ცხოვრებაში განსაკუტრებულ პიროვნებად მიიჩნევს. 2015 წელს რანბირმა აღიარა, რომ უკვე რამდენიმე წელია აქვს სერიოზული ურთიერთობა. 2015 წლის თებერვლიდან 2016 წლის იანვრადე კატრინა და რანბირი ერთად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ კომპლექს Silversands-ში, მუმბაიში[7]; თუმცა იანვარში მედიამ წყვილის დაშორების ამბავი გამოაქვეყნა[8].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Katrina Kaif turns 30!. The Times of India (2014-07-16). ციტირების თარიღი: 2015-08-30.
  2. [1]
  3. [2]
  4. [3]
  5. Singh, Prashant (19 August 2011). „I am Katrina’s bodyguard: Salman Khan“. Hindustan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14.
  6. „Salman believed in me: Katrina“. India Today. 27 April 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14.
  7. Ranbir-Katrina break-up, confirmed: Katrina Kaif is moving on this way post split with Ranbir : Gossip, News - India Today. indiatoday.intoday.in. ციტირების თარიღი: 2016-10-13.
  8. „Did the break-up with Ranbir Kapoor cost Katrina Kaif an endorsement deal?“. Daily News and Analysis. 28 February 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-27.