კატერინა მურინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატერინა მურინო

კატერინა მურინო 2010 წელს
დაბადების სახელი კატერინა მურინო
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1977
კალიარი, სარდინია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001–დღემდე

კატერინა მურინო (იტალ. Caterina Murino; დ. 15 სექტემბერი, 1977)[1] — იტალიელი მსახიობი. დაიბადა სიცილიაში, ქალაქ კალიარში. პატარა ასაკში ექიმობა სურდა, 1996 წელს კონკურსში „მის იტალია“ დაიკავა მეოთხე ადგილი.[2] საცხოვრებლად ლონდონში გადასვლის შემდეგ მურინო თეატრით დაინტერესდა. ესწრებოდა უესტ-ენდის თეატრს ლონდონში. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, კერძოდ, 1999-2000 წლებს შორის ფრანჩესკა დე საპიოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა დრამას. 2006 წელს როლი მიიღო ფილმში „კაზინო როიალი“.

2011 წლის დასაწყისში ითამაშა რუფუს სიუელთან ერთად სერიალში „ზენი“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
2001 არსად
2004 კორსიკელი
2004 სიყვარული სამისთვის
2006 მხიარულები და გარუჯულები
2006 კაზინო როიალი
2007 თანაკლასელები და მეკობრეთა ოქროს საიდუმლო
2008 დავა-ჩხუბის ოჯახი
2009 XIII – კონსპირაცია
2010 ხუთი თითივით
2010 კამათელი
2011 ზენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gary Susman. (2006-08-08) Solange, It's Been Good to Know You. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტატა: „It's already been a rapid rise to stardom for the 28-year-old Murino...“ ციტირების თარიღი: 2008-03-22.
  2. John Preston. (2006-12-11) The Royale Ascent. Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-12. ციტირების თარიღი: 2008-03-22.