კატანძარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კატანძარო
Catanzaro
დროშა გერბი


Sanguinis Effusione
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი კალაბრია
კოორდინატები 38°54′00″ ჩ. გ. 16°36′00″ ა. გ. / 38.90000° ჩ. გ. 16.60000° ა. გ. / 38.90000; 16.60000
ფართობი 102,3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 580
მოსახლეობა 93 124 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 910,3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0961
საფოსტო ინდექსი 88100
საავტომობილო კოდი CZ
ოფიციალური საიტი comune.catanzaro.it
კატანძარო — იტალია
კატანძარო

კატანძარო (იტალ. Catanzaro) — ქალაქი იტალიაში, კალაბრიის რეგიონის დედაქალაქი. მისი მოსახლეობა 2010 წლის მონაცემენით 93 124 ადამიანს შეადგენს.

კატანძარო ურბანული ცენტრია, ინტენსიური საქმიანობით. მოიცავს რამდენიმე სანაპირო ქალაქს, მათ შორის მარია-სელია-სოვერატოს და რამდენიმე მუნიციპალიეტეს. ურბანული არეალის მოსახლეობა 156 196 ადამიანს შეადგენს. ბოლო წლებში კატანძარო თავის გარშემო აყალიბებს კალაბრიის რეგიონის უდიდეს მეტროპოლიურ არეალს, რომელიც ქალაქ ლამეცია-ტერმესთან ერთად მოიცავს 10 მუნიციპალიეტეს. ეს იქნება ინტეგრირებული არეალი, რომელიც გაიშლება იონიის ზღის სანაპიროზე და თავს მოუყრის 200 000-ზე მეტ მოსახლეს.

ზაფხულის თვეების განმავლობაში, იონიის ზღვის სანაპირო ზოლი კატანძაროდან სოვერატომდე მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებითვის.

ხშირად კატანძაროს სამი V-ს ქალაქს უწოდებენ, რაც მის სამ განსხვავებულ მახასიათებელს უკავშირდება: სახელი ეწოდა მისი მფარველის, წმინდა ვიტალიანოსგან, ხავერდი (velvet), როგორც მნიშვნელოვანი აბრეშუმის ცენტრი ჯერ კიდევ ბიზანტიური ხანიდან და ქარი (vento), რომელსაც მუდმივად წარმოქმნის იონიის ზღვიდან მქროლავი ძლიერი ბრიზები.

კატანძაროს აბრეშუმის ინდუსტრია "VVV" სიმბოლოთი იყო ცნობილი როგორც ადგილობრივ, ისე გარე ბაზარზე და ასოცირდებოდა აბრეშუმის, ხავერდისა და ფარჩის დახვეწილ პროდუქციას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატანძარო გადაჰყურებს იონიის ზღვის სკვილასეს ყურეს, სადაც, ზოგიერთი სწავლულის თანახმად, ფაეკოს სამეფოს ნავსადგური მდებარეობდა. მის სიახლოვეს გამოეყოფა იონიის ზღვა ტირენიის ზღვას. კატანძაროს ყელი ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზეა გადაჭიმული. ისტორიული ცენტრი ზღვის დონიდან 300 მეტრზეა განლაგებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]