კასანდრა კლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასანდრა კლერი
ინგლ. Cassandra Clare

დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1973(1973-07-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] (50 წლის)
დაბადების ადგილი თეირანი[1] [7] [3] [4] [5] [6] [8]
ფსევდონიმი Cassandra Clare
საქმიანობა მწერალი[7] [8] [9] [10] , სცენარისტი[4] [5] , საბავშვო მწერალი[7] [11] , რომანისტი, ჟურნალისტი[11] და კინოპროდიუსერი[4]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[12] [7] [11] [6] [13] [9]
 ირანი[12]
ალმა-მატერი ბერნარდის კოლეჯი
ჟანრი მოზარდთა ლიტერატურა
Magnum opus სასიკვდილო იარაღები
საიტი cassandraclare.com

ჯუდიტ ლუისი (ქალიშვილობის გვარი რამლეტი; დ. 27 ივლისი, 1973, ფსევდონიმი კასანდრა კლერი) — ამერიკელი ავტორი, ცნობილია სერიით სასიკვდილო იარაღები.[14][15]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუდიტ რამლეტი დაიბადა ამერიკელი მშობლების ოჯახში, თეირანში. დედა, ელიზაბეთ რამლეტი ბიზნეს სკოლის პროფესორი, ხოლო მამა - რიჩარდ რამლეტი — ავტორია. დედის მხრიდან ბებია მაქს როზენბერგი კინოპროდიუსერი იყო.[16] კლერი ებრაული წარმოშობისაა, თუმცა მის ოჯახს „არარელიგიურს“ უწოდებს.[17][18]

ავტორმა ბავშვობაში შვეიცარიაში, ინგლისსა და საფრანგეთში იმოგზაურა. კლერმა სკოლა ლოს-ანჯელესში დაასრულა, შემდეგ კი კალიფორნიასა და ნიუ-იორკში გასართობი ჟურნალებისთვის მუშაობდა, მათ შორის The Hollywood Reporter-სთვის.[19]

ლოს-ანჯელესში ცხოვრებისას კლერი fan fiction-ის წერა დაიწყო და სწორედ მაშინ აიღო ფსევდონიმი. დრაკოს ტრილოგია ჰარი პოტერის სერიას მიუძღვნა, ხოლო ძალიან საიდლო დღიურებიბეჭდების მბრძანებელს.[20] მისი პირველი რომანის „ძვლების ქალაქი“ გამოქვეყნების შემდეგ ფან-ფიქშენ ნაწარმოებები კლერმა ინტერნეტში წაშალა.

2013 წელს კლერი ქმართან, ჯოშუა ლუისთან და სამ კატასთან ერთად მასაჩუსეტსში, ამჰერსტში გადავიდა საცხოვრებლად.[14][21]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანდმონადირეების ქრონიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასიკვდილო იარაღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასიკვდილო იარაღების კომპანიონი წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლანდმონადირეები და მიწისქვეშელები: სასიკვდილო იარაღების რიდერი (სარა რის ბრენენთან, ჰოლი ბლექთან, რეიჩელ კეინთან და კამი გარსიასთან ერთად) (29 იანვარი, 2013)
  • ლანდმონადირის კოდექსი (ჯოშუა ლუისთან ერთად) (29 ოქტომბერი, 2013)
  • ამბები ლანდმონადირის აკადემიიდან (სარა რის ბრენენთან, მორინ ჯონსონთან და რობინ ვასერმენთან ერთად) (2015; ბეჭდური ვერსია გამოვიდა 2016 წლის 15 ნოემბერს)
  • ცნობილ ლანდმონადირეთა და მიწისქვეშელთა ისტორია (კასანდრა ჯეინის ილუსტრაციებით) (18 თებერვალი, 2016)

სასიკვდილო იარაღების გრაფიკული რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასანდრა ჯეინის ნამუშევრები.

  • სასიკვდილო იარაღები: გრაფიკული რომანი, ტომი 1 (7 ნოემბერი, 2017)
  • სასიკდვილო იარაღები: გრაფიკული რომანი, ტომი 2 (30 ოქტომბერი, 2018)
  • სასიკვდილო იარაღები: გრაფიკული რომანი, ტომი 3 (29 ოქტომბერი, 2019)

სასიკვდილო იარაღების გასაფერადებელი წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სასიკვდილო იარაღების ოფიციალური გასაფერადებელი წიგნი (ილუსტრირებულია კასანდრა ჯეინის მიერ) (25 აპრილი, 2017)

ჯოჯოხეთური მექანიზმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოჯოხეთური მექანიზმების გრაფიკული რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეიქიაგ ბეკის ნამუშევრები.

  • ჯოჯოხეთური მექანიზმები: მექანიკური ანგელოზი, ტომი 1 (10 ოქტომბერი, 2012)
  • ჯოჯოხეთური მექანიზმები: მექანიკური პრინცი, ტომი 2 (30 სექტემბერი, 2013)
  • ჯოჯოხეთური მექანიზმები: მექანიკური პრინცესა, ტომი 3 (22 ივლისი, 2014)

ბეინის ქრონიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბეინის ქრონიკები (სარა რის ბრენენთან და მორის ჯონსონთან ერთად) (2013-2014; ბეჭდული ვერსია გამოიცა 2014 წლის 11 ნოემბერს)

The Dark Artifices[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალბატონი შუაღამე (8 მარტი, 2016)
  • ლანდთა ლორდი (23 მაისი, 2017)
  • ჰაერისა და სიბნელის დედოფალი (4 დეკემბერი, 2018)

უკანასკნელი საათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქროს ჯაჭვი (3 მარტი, 2020)
  • რკინის ჯაჭვი (დაგეგმილია 2021 წლისთვის)
  • ეკალთა ჯაჭვი (დაგეგმილია 2022 წლისთვის)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #133854140 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  5. 5.0 5.1 5.2 filmportal.de — 2005.
  6. 6.0 6.1 6.2 Babelio — 2007.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Deutsche Nationalbibliothek Record #133854140 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. 8.0 8.1 https://librariesaustralia.nla.gov.au/search/display?dbid=auth&id=52801134
  9. 9.0 9.1 http://urn.bn.pt/nca/unimarc-authorities/txt?id=1450896
  10. http://mak.bn.org.pl/cgi-bin/KHW/makwww.exe?BM=01&IM=04&NU=01&WI=A24315801
  11. 11.0 11.1 11.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. 12.0 12.1 Virtual International Authority File[Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
  13. CONOR.SI
  14. 14.0 14.1 Alter, Alexandra (June 15, 2012). „The New Queen of Fantasy: Cassandra Clare's Breakout“. The Wall Street Journal. p. D2. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 15, 2015.
  15. „Best Sellers : Children's Books“. The New York Times. April 22, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2013.
  16. Reed, Christopher. (June 22, 2004) Obituary: Max Rosenberg en. ციტირების თარიღი: June 26, 2018
  17. Clare, Cassandara. (February 27, 2011) The first chapter of City of Fallen Angels (and POV).
  18. Kids' Q&A Cassandra Clare. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 15, 2012.
  19. Author's bio at Sony.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2011.
  20. The Times article on The Draco Trilogy.
  21. Cassandra Clare & Joshua Lewis Pen The Shadowhunters Codex. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 4, 2013.