კაროლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაროლა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 სექტემბერი, 1966
დაბ. ადგილი სტოკჰოლმი
წარმოშობა სტოკჰოლმი, შვედეთი
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
საიტი carola.com
კაროლა ვიკისაწყობში

კაროლა მარია ჰეგგკვისტი უფრო ცნობილია როგორც უბრალოდ კაროლა (დ. 8 სექტემბერი, 1966) — შვედი მომღერალი და კომპოზიტორი. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს შვედებში 1980-იანი წლებიდან . მისი სადებიუტო ალბომი იყო Främling, რომლის ერთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და დღემდე რჩება ყველაზე გაყიდვად შვედურ ალბომად.

კაროლა წარადგინა შვედეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სამჯერ: 1983 წელს მან დაიკავა მესამე ადგილი, ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 1991 გაიმარჯვა და 2006 წელს კი მეხუთე ადგილს დასჯერდა.

კაროლას სხვადასხვა ენებზე აქვს სიმღერები ჩაწერილი: შვედურად, ჰოლანდიურად, გერმანულად, ინგლისურად, ნორვეგიულად და იაპონურად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: