კარლოს ფუენტესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოს ფუენტესი
ესპ. Carlos Fuentes Macías
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1928(1928-11-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი პანამა[15]
გარდაცვალების თარიღი 15 მაისი, 2012(2012-05-15)[3] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [13] [14] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი მეხიკო[15]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო[16]
საქმიანობა მწერალი[17] [13] , სცენარისტი[13] , დიპლომატი, რომანისტი, ადვოკატი, ჟურნალისტი, პოეტი ადვოკატი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ლექტორი, კრიტიკოსი და უნივერსალური ადამიანი
მოქალაქეობა  მექსიკა
ალმა-მატერი National Autonomous University of Mexico და The Grange School, Santiago
ჟანრი პოეზია და თეატრი
Magnum opus The Death of Artemio Cruz, Terra Nostra, The Hydra Head და The Old Gringo
ჯილდოები ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი[18] , ასტურიის პრინცის ლიტერატურული პრემია, Four Freedoms Award – Freedom of Speech, რომულო გალიეგოსის პრემია, Xavier Villaurrutia Award, მიგელ დე სერვანტესის პრემია, მენენდეს პელაიოს საერთაშორისო პრემია, ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული პრემია, Common Wealth Award of Distinguished Service, გრინცანე კავურის პრემია, Belisario Domínguez Medal of Honor, ალფონსო რეიესის საერთაშორისო პრემია, ფორმენტორის პრემია, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბორდო III-ის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[19] , Premio Real Academia Española, honorary doctorate of the University of Vigo[20] , honorary doctorate of the University of the Balearic Islands, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, Order of Isabella the Catholic‎, honorary doctor of the University of Miami[21] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ღირსების ორდენი, Order of Merit და honoris causa
მეუღლე Rita Macedo და Silvia Lemus
შვილ(ებ)ი Carlos Fuentes Lemus
ხელმოწერა

კარლოს ფუენტეს მასიასი (ესპ. Carlos Fuentes Macías: დ. 11 ნოემბერი, 1928 — გ. 15 მაისი, 2012) — მექსიკელი მწერალი, ესეისტი, დიპლომატი, ჟურნალისტი, სცენარისტი.

დაიბადა ქალაქ პანამაში, სადაც იმ დროს მამამისი მუშაობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდნენ. საშუალო განათლება ვაშინგტონში მიიღო. 1944 წელს მექსიკაში ბებიასთან და პაპასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1965 წლამდე დარჩა. მან შეისწავლა მექსიკური კულტურა, ხელოვნება და ფოლკლორი. პატარაობიდანვე მწერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მშობლების დაჟინებული მოთხოვნით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა ჯერ მეხიკოს ეროვნულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, შვეიცარიაში.

მამის მსგავსად, მუშაობა დაიწყო დიპლომატიურ კორპუსში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში, მოგვიანებით კი იყო დიპლომატი პარიზში, ლონდონში და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში. აშშ-ს უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს. თავისუფალ დროს კი წერდა.

სამწერლო კარიერაში მისი დებიუტი 1954 წელს შედგა წიგნით „შენიღბული დღეები“. ამ წიგნს მოყვა კიდევ რამდენიმე ნაწარმოები, რის შემდეგაც კარლოსმა საკუთარი თავი მთლიანად წიგნების წერას მიუძღვნა. მისი უკანასკნელი წიგნი „ადამი ედემში“ 2009 წელს გამოიცა და მასში წამოჭრილია ნარკოტიკების პრობლემა მექსიკაში.

კარლოს ფუენტესს სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთმა იცოცხლა, დანარჩენი ორი ადრეულ ასაკში ჰემოფილიითა და ნარკოტიკების დიდი დოზით გარდაიცვალა.

თავად ფუენტესი 2012 წლის 12 მაისს შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა. დასაფლავებულია პარიზში, მონპარნას სასაფლაოზე.

იგი ავტორია ნაწარმოებებისა: „არტემიო კრუსის სიკვდილი“ (1962), „აურა“ (1962), „ბებერი გრინგო“ (1985), „უშობელი კრისტოფერი“ (1987) და სხვა. მისი გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნებულ წერილში „The New York Times-მა“ ფუენტესი დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანო მწერალი ესპანურენოვან სამყაროში“ და აღნიშნა მისი მნიშვნელოვანი ღვაწლი „ლათინოამერიკული ლიტერატურის ბუმში“ 1960-70-იან წლებში.[22] ხოლო „Guardian-მა“ მას „მექსიკის ყველაზე ცნობილი რომანისტი“ უწოდა.[23] მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის „მიგელ დე სერვანტესის პრემია“ და მექსიკის უმაღლესი პრიზი — „ბელისარიო დომინგეზის ღირსების ორდენი“. მას ხშირად ასახელებდნენ ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის, თუმცა იგი არასდროს მიუღია.[24]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Фуэнтес Карлос // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 http://www.nytimes.com/2012/05/16/books/carlos-fuentes-mexican-novelist-dies-at-83.html
  4. 4.0 4.1 Carlos Fuentes
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 NooSFere — 1999.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  10. 10.0 10.1 Catalogue of the Library of the Pontifical University of the Holy Cross
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 Munzinger Personen
  15. 15.0 15.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118703420 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  16. https://latimesblogs.latimes.com/world_now/2012/05/mexico-carlos-fuentes-burial-paris-montparnasse.html
  17. http://www.nytimes.com/movies/movie/81461/Profile-of-a-Writer-Crossing-Borders-The-Journey-of-Carlos-Fuentes/overview
  18. https://elpais.com/cultura/2009/03/24/actualidad/1237849208_850215.html
  19. http://www.u-bordeaux-montaigne.fr/fr/universite/decouvrir-bordeaux-montaigne/histoire-d-universite.html
  20. https://www.uvigo.gal/uvigo_es/organizacion/informacion/honoris_causa/doutores.html
  21. https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
  22. Anthony DePalma (May 15, 2012). „Carlos Fuentes, Mexican Man of Letters, Dies at 83“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 16, 2012.
  23. Nick Caistor (15 მაისი, 2012). „Carlos Fuentes obituary“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  24. Seldan Rodman (November 12, 1961). „Revolution Isn't Enough“. The New York Times. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)