კარლოს იბანიეს დელ კამპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლოს იბანიეს დელ კამპო
კარლოს იბანიეს დელ კამპო
ჩილეს მე-20 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივლისი, 1927 – 26 ივლისი, 1931
წინამორბედიემილიანო ფიგეროა
მემკვიდრეხუან ესტებან მონტერო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ნოემბერი, 1952 – 3 ნოემბერი, 1958
წინამორბედიგაბრიელ გონსალეს ვიდელა
მემკვიდრეხორხე ალესანდრი როდრიგესი

დაბადებული3 ნოემბერი, 1877
გარდაცვლილი28 აპრილი, 1960
ხელმოწერა

კარლოს იბანიეს დელ კამპო (ესპ. Carlos Ibáñez del Campo; დ. 3 ნოემბერი, 1877 — გ. 28 აპრილი, 1960) — ჩილელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. ჩილეს პრეზიდენტი 1927–1931 და 1952-1958 წწ.

ჩილეს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს 1927 წლის 21 ივლისს და თანამდებობა ეკავა 1931 წლის 26 ივლისამდე. ხოლო მეორედ, 1952 წლის 3 ნოემბერს, 1958 წლის 3 ნოემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925-1927 წლებში იკავებდა მინისტრთა თანამდედობების მთელ რიგს. 1927 წლის მაისიდან 1931 წლის ივლისამდე იყო ჩილეს პრეზიდენტი. 1931 წელს მასობრივი აურზაურის გამო დატოვა ქვეყანა. 1931-1937 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში, ძირითადად არგენტინაში.

დაბრუნებულმა, სამშობლოში წამოაყენა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე (1938 წელი). 1939 წელს მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში (ამბოხში) სახალხო დრონტის მთავრობის წინააღმდეგ. 1949 წლებში კვლავ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. 1949 წლიდან ხდება სენატორი.

1952 წლის ნოემბრიდან - 1958 წლის ნოემრამდე იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას მეორედ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]