კარლის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლის ხიდი

კარლის ხიდი (ჩეხ. Karlův most) — განთქმული ისტორიული ხიდი პრაღაში მდინარე ვლტავაზე, აკავშირებს ქალაქის ნაწილებს მალა-სტრანასა და სტარე-მნესტოს.

ხიდის მშენებლობა დაიწყო 1357 წელს მეფე კარლ IV-ის მეთვალყურეობით და დასრულდა XV საუკუნეში. ხიდზე 30 ქანდაკებაა, მისი სიგრძეა 520 მ, სიგანე — 9,5 მ. როგორც მდინარე ვლტავის გადაკვეთის ერთადერთი საშუალება კარლის ხიდი ყველაზე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი კვანძი იყო ძველ ქალაქს, პრაღის ციხესიმაგრესა და მიმდებარე რაიონებთან 1841 წლამდე. ეს ასევე ქალაქს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრის როლს ანიჭებდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის. ხიდს თავდაპირველად ორი სახელი ჰქონდა: ქვის ხიდი (Kamenný most) და პრაღის ხიდი (Pražský most). თანამედროვე სახელი (კარლის ხიდი) მას 1870 წლიდან ჰქვია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: