კარლ ჰაინრიხ ულრიხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ჰაინრიხ ულრიხი

კარლ ჰაინრიხ ულრიხის გრავიურა, წამოღებულია Jahrbuch für sexuelle Zwischenstufen-დან, N1 (1899)
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1825
აურიხი, ჰანოვერის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 14 ივლისი, 1895 (69 წლის)
ლ’აკვილა, იტალიის სამეფო
ეროვნება გერმანელი
ცნობილია როგორც ლგბტ-ების უფლებების დაცველი კამპანიის მონაწილე

კარლ ჰაინრიხ ულრიხი (დ. 28 აგვისტო, 1825 წელი – გ. 14 ივლისი, 1895 წელი) — გერმანელი მწერალი. ის დღეს თანამედროვე ლგბტ მოძრაობის პიონერად ითვლება.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულრიხი დაიბადა აურიხში, შემდგომში ჰანოვერის სამეფოს ნაწილი, ქვემო საქსონიაში. ულრიხი იხსენებს, რომ ბავშვობაში იგი გოგოების ტანსაცმელს ატარებდა, მოსწონდა გოგონებთან თამაში და უნდოდა გოგო ყოფილიყო.[1]1839 წელს, 14 წლის ასაკში მან პირველად მიიღო ჰომოსექსუალური გამოცდილება, როდესაც მისმა საცხენოსნო ინსტრუქტორმა დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი. მან დაამთავრა სამართლისა და თეოლოგიის ფაკულტეტი გიოთინგენის უნივერსიტეტში 1846 წელს. 1846 წლიდან 1848 წლამდე ის სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, მან იქვე დაიცვა დისერტაცია ლათინურ ენაზე ვესტფალიის მშვიდობის შესახებ.

1849 წლიდან 1857 წლამდე ულრიხი მუშაობდა ჰანოვერის სამეფოს ჰილდეშაიმის რაიონულ სასამართლოში ოფიციალური იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე. ის გაათავისუფლეს, როდესაც მისი ჰომოსექსუალურობა ყველასთვის ცნობილი გახდა.

სექსუალური რეფორმის კამპანიის მონაწილე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1862 წელს, ულხირმა საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, როდესაც თავის მშობლებსა და მეგობრებს განუცხადა, რომ, როგორც თავად ამბობდა, იყო ურნინგი. მან ამასთანავე დაიწყო წერა „ნუმა ნუმანტიუსის“ ფსევდონიმით. მისი პირველი ხუთი ესე, რომელიც შეკრებილია Forschungen über das Rätsel der mannmännlichen Liebe-ს სახით (მამაკაცებს შორის სიყვარულის ამოცანების შესწავლა), ხსნის სიყვარულს, როგორც ბუნებრივ და ბიოლოგიურ მოვლენას, რასაც ლათინურად უწოდა anima muliebris virili corpore inclusa (ქალური ფსიქოლოგია დატუსაღებული მამაკაცის სხეულში). ამ ესეებში ულრიხმა მოიფიქრა სხვადასხვა ტერმინი, რომელიც აღწერდა განსხვავებულ სქესობრივ ორიენტაციებს: ურნინგს უწოდებდა მამაკაცებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისევ მამაკაცებით და დიონინგს ისეთ მამაკაცებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქალებით. ეს ტერმინები დაკავშირებულია პლატონის ნადიმთან, რომელშიც ორი სახის სიყვარულია განხილული: აფროდიტე, რომელიც მამაკაცმა გააჩინა (ურანოს) და აფროდიტე, რომელიც ქალმა გააჩინა (დიონე). ულრიხმა ასევე მოიფიქრა სიტყვები ქალების კოლეგებისთვის (ურნინგინი და დიონინგინი), ასევე ბისექსუალები და ინტერსექსუალი ადამიანებისთვის.[2]

ურანუსის პირველი და ერთადერთი გამოშვება (1870 წლის იანვარი), ულრიხის მიერ გამოშვებული, ატარებს თავის სახელს: პრომეთე

მან მალე საკუთარი, ნამდვილი სახელით ნაწერების გამოქვეყნება დაიწყო, მან დაწერა განცხადება, რომლითაც იურიდიულად და მორალურად მხარს უჭერდა ადამიანებს, რომლებიც ჰომოსექსუალურობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი. 1867 წლის 29 აგვისტოს ულრიხი გახდა პირველი ჰომოსექსუალი, რომელმაც საჯაროდ დაიცვა ჰომოსექსუალების უფლებები, იგი სიტყვით გამოვიდა მიუნხენში გერმანელი იურისტების კონგრესზე. იგი ითხოვდა ანტიჰომოსექსუალური კანონის გაუქმებას. ულრიხი გააჩუმეს. ორი წლის შემდეგ, 1869 წელს, ავსტრიელმა მწერალმა კარლ-მარია კერბენიმ მოიფიქრა სიტყვა „ჰომოსექსუალი“. 1870-იანი წლებიდან სექსუალური ორიენტაციის (როგორც დღეს ჩენ ვუწოდებთ) თემა აქტიურად განიხილებოდა.

1860-იან წლებში ულრიხი გერმანიაში მოგზაურობდა, ის ყოველთვის წერდა და აქვეყნებდა თავის ნაშრომებს, ყოველთვის პრობლემები ჰქონდა სამართალთან უფრო მეტად ასეთი აქტიურობის გამო, ვიდრე მისი სექსუალური ორიენტაციის გამო. 1864 წელს საქსონიაში პოლიციამ ულრიხის წიგნების კონფისკაცია მოახდინა და შემდეგ აკრძალეს ისინი. შემდეგ ასეთივე მოვლენა მოხდა ბერლინში და მისი წიგნები აკრძალეს მთელი პრუსიის მასშტაბით. ულრიხის წიგნების რამდენიმე ფურცელი იპოვნეს პრუსიის სახელმწიფო არქივში და 2004 წლეს გამოაქვეყნეს. დღეს ულრიხის მნიშვნელოვანი ნაშრომები დაბეჭდეს და გამოაქვეყნეს, როგორც გერმანულად, ასევე სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი.

ულრიხი პატიორი ჰანოვერიელი იყო, ამიტომაც როდესაც პრუსიამ ჰანოვერის ანექსია მოახდინა, 1866 წელს იგი დააპატიმრეს, რადგან წერილობით ეწინააღმდეგებოდა პრუსიის მმართველობას. შემდეგ წელს ულრიხმა დატოვა ჰანოვერი და გადავიდა მიუნხენში, სადაც იგი განაწესეს გერმანელ იურისტთა ასოციაციაში, რასდგან ულრიხის დახმარებით სურდათ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გერმანული კანონის შეცვლა. შემდეგში ის ცხოვრობდა ვიურცბურგსა და შტუტგარტში.

1879 წელს ულრიხმა გამოაქვეყნა თავისი კვლევის მეთორმეტე და ბოლო წიგნი, რომელიც ეხებოდა „კაცებს შორის სიყვარულის ამოცანას“. ცუდი ჯანმრთელობის გათვალისწინებით მან ყველაფერი გააკეთა რისი გაკეთებაც შეეძლო გერმანიაში. იგი წავიდა გადასახლებაში ნეაპოლში. რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის გარშემო მოგზაურობდა, საბოლოოდ კი ლ'აკვილაში მისი ჯანმრთელბა გაუმჯობესდა.

კარლი აგრძელებდა უხვად წერას და საკუთარი ხარჯებით აქვეყნებდა თავის ნაშრომებს (ლათინურ და გერმანულ ენებზე). 1895 წელს მან ნეაპოლის უნივერსიტეტისგან მიიღო საპატიო დიპლომი. ცოტა ხნის შემდეგ ის ლ'აკვილაში გარდაიცვალა. მის საფლავის ქვაზე დაწერილია (ლათინურად) „Exile and Pauper“. „Pauper“ შესაძლოა რომანტიკული ლიცენზია ყოფილიყო. ულრიხი ლ 'აკვილაში ცხოვრობდა ადგილობრივი მიწათმფლობელის მარკიზ მიკოლო პერისიჩეტის სახლში სტუმრად. მარჯიზმა ულრიხს დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა მიუძღვნა. სიტვის ბოლოს მან თქვა:

ვიკიციტატა
„მიუხედავად შენი დაკარგვისა, ოჰ კარლ ჰაინრიხ ურლიხ, შენი ნამუშევრების დიდება და შენი კეთილშობილება არ გაქრება...უფრო მეტიც, მანამ სანამ ამქვეყნად ინტელიგენცია, კეთილშობილება, პოეზია და მეცნიერება იარსებებს, მანამ სანამ ჩვენი სუსტი სხეულები იქნებიან, სანამ გენიების ნიჭს აჯილდოვებენ, ჩვენ და ისინი, ვინც ჩვენ შემდეგ მოვლენ დაღვრიან ცრემლებს და მიმოაბნევენ ყვავილებს შენს პატივსაცემ საფლავზე!“

ულრიხი თავის ცხოვრებაზე წერდა:

ვიკიციტატა
„სიკვდილამდე სიამაყით ვიყურები უკან, რადგან ვიპოვნე ძალა პირისპირ შემეხედა და შევბრძოლებოდი მოჩვენებას, რომელიც უხსოვარი დროიდან მიწამლავდა სულს და უწამლავდა ჩემნაირ მამაკაცებსაც. ბევრმა სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, რადგან მათი ბედნიერება ფეხქვეშ ითელებოდა. მართლაც, მე ვამაყობ, რომ ვიპოვნე გამბედაობა და გავხდი პირველი, რომელიც წინ აღუდგა საზოგადოების მხრიდან დაუსრულებელ შევიწროებას.“

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების განმავლობაში მივიწყებული ულრიხი, 1980-იანი წლების დასასრულს ევროპის ერთ-ერთი კულტი გახდა. მიუნხენში, ბრემენში, ჰანოვერსა და ბერლინში მისი სახელობის ქუჩებია.[3] ულრიხის დაბადების დღე ყოველწლიურად აღინიშნება ქუჩის წვეულებითა და პოეზიის საღამოებით კარლ-ჰაინრიხ-ულრიხის პლატოზე მიუნხენში. ლ'აკვილაში აღადგინეს მისი საფლავი და მის საფლავს ყოველწლიურად უამრავი პილიგრიმი სტუმრობს. შემდეგში ლგბტ უფლებების დამცველები იაზრებდნენ იმ დიდ ვალს, რომელიც ულრიხის წინაშე ჰქონდათ დაკისრებული. მაგნუს ჰირშფელდი თავის ნაშრომში - „ქალებისა და კაცების ჰომოსექსუალიზმი“ (1914) მკაფიოდ იხსენიებს ულრიხს. ვოლკრამ სიგუში ულრიხს უწოდებს „მსოფლიოში პირველ მამაკაც გეის“.[4]

ულრიხის სახსოვრად ლესბიანებისა და გეების უფლებების დამცველთა საერთაშორისო ორგანიზაციამ დააწესა კარლ ჰაინრიხ ულრიხის ჯილდო, სექსუალურ თანასწორობაში მისი ფასდაუდებელი ბრძოლისთვის.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • K. H. Ulrichs, Forschungen über das Rätsel der mannmännlichen Liebe (1898; repr. 1994)
  • Documents of the Homosexual Rights Movement in Germany 1836–1927 (1975)
  • H. Kennedy, Ulrichs The Life and Works of Karl Heinrich Ulrichs, Pioneer of the Modern Gay Movement (1988)
  • K. H. Ulrichs, "The Riddle of Man-Manly Love." Trans. Michael Lombardi-Nash (1994)
  • M. Hirschler, "De Carolo Henrico Ulrichs qui magis fecit quam ut revivisceret lingua Latina". In: Melissa. Folia perenni Latinitati dicata. Band 192, 2016, pp. 8–9.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. LeVay, Simon, 1996. Queer Science: The Use and Abuse of Research into Homosexuality, MIT Press
  2. Licata, Salvatore; Petersen, Robert P (27 August 2013) The Gay Past: A Collection of Historical Essays. Routledge, გვ. 106–107. ISBN 9781134735938. 
  3. Berlin names street after gay rights pioneer (17 December 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 29 May 2014.
  4. Volkmar Sigusch, Karl Heinrich Ulrichs. Der erste Schwule der Weltgeschichte, Männerschwarm 2000.
  5. Newton, David E. (2009). Gay and Lesbian Rights: A Reference Handbook. Santa Barbara, Calif.: ABC-CLIO, გვ. 171. ISBN 1-59884-306-0.