კარლ ლანდშტაინერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ლანდშტაინერი
გერმ. Karl Landsteiner
დაბ. თარიღი 14 ივნისი, 1868(1868-06-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[9] ან ბადენი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდ. თარიღი 26 ივნისი, 1943(1943-06-26)[10] [1] [2] [3] [4] [6] [7] [8] (75 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი[10]
დასაფლავებულია Prospect Hill Cemetery[11]
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
აშშ
საქმიანობა ფიზიოლოგი, იმუნოლოგი, ექიმი, პროფესორი, hematologist, პათოლოგანატომი, ბიოლოგი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი, ჟენევის უნივერსიტეტი და The Rockefeller University
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტი
მეუღლე Leopoldine Helene Wlasto
მამა Leopold Landsteiner[12]
ჯილდოები Aronson Prize, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[13] [14] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[15] , ლასკერ-დებეიკის პრემია კლინიკური სამედიცინო კვლევებისათვის[16] და Cameron Prize of the University of Edinburgh
ხელმოწერა

კარლ ლანდშტაინერი (გერმ. Karl Landsteiner; დ. 14 ივნისი, 1868, ვენა, — გ. 26 ივნისი, 1943, ნიუ-იორკი) — ავსტრიელი და ამერიკელი იმუნოლოგი და პათოლოგი. 1930 წელს სისხლის ძირითადი ჯგუფების აღმოჩენისა და სისხლის ჯგუფური კუთვნილების ABO სისტემის შემუშავებისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

დაიბადა ებრაული წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი (1891). 1897 წლიდან იქვე მუშაობდა იმუნოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა სისხლის ძირითადი ჯგუფები და 1901 წელს გამოაქვეყნა მის მიერ შედგენილი ABO კლასიფიკაცია. მანვე დაადგინა, რომ სხვადასხვა ჯგუფის სისხლის შერევით გამოწვეული აგლუტინაცია იმუნოლოგიური რეაქცია იყო და დონაციური სისხლის კომპონენტების მიმართ მასპინძელი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულებით იყო გამოწვეული. მისი შრომები საფუძვლად დაედო სისხლის გადასხმის (ტრანსფუზიის) ძირითად კლინიკურ პრინციპებს. 1909 წელს რუმინელ ბაქტერიოლოგ კონსტანტინ ლევადიტისთან და ავსტრიელ ექიმ ერვინ პოპერთან ერთად აღმოაჩინა პოლიომიელიტის გამომწვევი ვირუსი. 1922 წლიდან მუშაობდა ნიუ-იორკში, როკფელერის უნივერსიტეტში, სადაც მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედების საკითხების გასარკვევად. იყო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1932), ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1941) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Who Named It?
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #118726226 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. 10.0 10.1 Ландштейнер Карл // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. Find a Grave — 1996.
  12. Karl Landsteiner // Wien Geschichte WikiWien: 2014.
  13. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1930Nobel Foundation.
  14. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  15. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 210.
  16. https://laskerfoundation.org/award/clinical/