კარლ ვილჰელმი (ანჰალტ-ცერბსტის მთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ვილჰელმ ფონ ანჰალტ-ცერბსტი
Karl Wilhelm von Anhalt-Zerbst
ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1667
მმართ. დასასრული: 1718
წინამორბედი: იოჰან VI ფონ ანჰალტ-ცერბსტი
მემკვიდრე: იოჰან ავგუსტ ფონ ანჰალტ-ცერბსტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ოქტომბერი 1652
დაბ. ადგილი: ცერბსტი
გარდ. თარიღი: 3 ნოემბერი 1718
გარდ. ადგილი: ცერბსტი
მეუღლე: სოფია ფონ საქსენ-ვაიზენფელსი
შვილები: იოჰან ავგუსტი
მაგდალენა ავგუსტა
დინასტია: ასკანიები
მამა: იოჰან VI ფონ ანჰალტ-ცერბსტი
დედა: სოფია ავგუსტა ჰოლშტაინ-გოტორპელი

კარლ ვილჰელმ ფონ ანჰალტ-ცერბსტი (გერმ. Karl Wilhelm von Anhalt-Zerbst) — ანჰალტ-ცერბსტის მთავარი 1667—1718 წლებში, ასკანიების გვარის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ ვილჰელმი იყო მთავარ იოჰან VI-ისა და მისი მეუღლის, სოფია ავგუსტას, ჰერცოგ ფრიდრიხ III ფონ ჰოლშტაინ-ჰოტორპის ქალიშვილის მესამე შვილი. მამის გარდაცვალების დროს კარლ ვილჰელმი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, რის გამოც 1667—1674 წლებში მისი რეგენტი იყო დედამისი ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ VI-სთან და ანჰალტ-დესაუს მთავარ იოჰან გეორგ II-სთან ერთად.

კარლ ვილჰელმმა დააარსა ცერბსტის ციხესიმაგრე და ლუთერანული წმინდა სამების ეკლესია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1676 წლის 18 ივნისს, გალში, კარლ ვილჰელმი დაქორწინდა სოფია ფონ საქსენ-ვაისენფელსზე, ჰერცოგ ავგუსტის ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან დაიბადნენ: