კარლ ბრანდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ბრანდტი

კარლ ბრანდტი (გერმ.: Karl Brandt) (დ. 8 იანვარი 1904, მიულჰაუზენი, ელზასი — გ. 2 ივნისი 1948, ლანდსბერგ-ამ-ლეხი, ბავარია) — გერმანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ა. ჰიტლერის პირადი ქირურგი; სს-ის ბრიგადენფიურერი და ვაფენ-სს-ის გენერალ-ლეიტენანტი; გერამნიის სანიტარიისა და ჯანდაცვის გენერალ-კომისარი მესამე რაიხის დროს და მთავარი ბრალდებული ნიურნბერგის ექიმთა სასამართლო პროცესზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ ბრანდტი 1904 წელს გერმანელი ოფიცრის ოჯახში, მაშინდელ გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ელზასში დაიბადა. სკოლა მან დრეზდენში დაამთავრა და 1922 წელს მედიცის სესწავლა დაიწყო იენაში. შემდგომში იგი მედიცინას ეუფლებოდა ფრაიბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1932 წელს იგი „ნსდაპ“-ის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო მომდევნო 1933 წელს „სა“-ში. იმავე წელს კარლ ბრანდტი „სა“-დან „სს“-ში გადავიდა.

1933 წელს მისი პაციენტი იყო ჰიტლერის შეფ-ადიუტანტი ვილჰელმ ბრიუკნერი, რომელიც ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა. სწორედ ამ პიროვნებად წარადგინა ბრანდტი ფიურერთან. 1934 წლის 14 ივნისს იგი ჰიტლერის ლაიბ-ექიმად დაინიშნა. 1934 წლის 29 ივნისს კარლ ბრანდტი „სს“-ის უნტერშტურმფიურერი გახდა. იმავე წელს მან იქორწინა ანი რებორნზე, რომელიც ცნობილი მოცურავე იყო და ადოლფ ჰიტლერს XX ს-ის 20-იანი წლებიდან იცნობდა.

1939 წლის 1 სექტემბრიდან ექიმ ფილიპ ბოულერთან ერთად კარლ ბრანდტი ხელმძღვანელობდა ე.წ. „აქცია ტ-4“-ს (ეუთანაზია). მკვლელობებისათვის ამორჩეულ იქნა შემდგომი ადგილები:

კარლ ბრანდტი განაჩენი გამოცხადების დროს ნიურნბერგის ექიმთა სასამართლო პროცესზე

1942 წლის 28 ივლისს კარლ ბრანდტი დაინიშნა რაიხის სანიტარულ და ჯანდაცვის საქმეთა გენერალ-კომისარად. ამ ტანამდებობაზე ის კოორდინირებას უწევდა სამოქალაქო და სამხედრო ჯანდაცვის სფეროებს. მან იცოდა კონც-ბანაკებში მიმდინარე ადამიანებზე ჩატარებულ სამედიცინო ცდებზე, ცდებს მალარიის და ჰეპატიტ „ა“-ს საწინააღმდეგოდ ის პირადად კურირებდა. 1943 წლის 5 სექტემბერს ჰიტლერის პირადი ბრძანებით იგი დანიშნულ იქნა სამედიცინი მომარაგებისა და მიწოდების უფროსად და სამედიცინო კვლევების მთავარ კოორდინატორად. მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ რაიხის ექიმთა საზოგადოების ფიურერი კონტი ტანამდებობის მისთვის დათმობასაც კი აპირებდა, თუმც ეს განაცხადი ჰიტლერმა არ დააკმაყოფილა.

კარლ ბრანდი მეგობრობდა ალბერტ შპეერთან, რაც ბორმანის მოწინააღმდეგეთა რიგებში ყოფნას ცდილობდა. ამ უკანასკნელის პოლიტიკური ხვანჯების წყალობით კარლ ბრანდტი ჰიტლერის ლაიბ-ექიმის თეო მორელის ინტრიგაში გაეხვა და ფიურერის ექიმის თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა. 1945 წლის 16 აპრილს ბრანდტი დააპატიმრეს და ჰიტლერის პირადი ბრზანებით სიკვდილით დასჯა მიესაჯა. განაცენის შესრულება მისმა მფარველმა ჰაინრიხ ჰიმლერმა დააყოვნა და ალბერტ შპეერის შუამდგომლობის შემდეგ კარლ ბრანდტი გათავისუფლებულ იქნა კიდეც. მოკავშირეთა ჯარებმა ბრანდტი დენიცის მთავრობის წევრებთან ერთად დააპატიმრა ფლენსბურგში.

ნიურნბერგის ექიმთა სასამრთლო პროცესზე კარლ ბრანდტს სივდილით დასჯა მიესაჯა და ლანდსბერგის ციხეში ჩამოხრჩობილ იქნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Götz Aly (Hrsg.): Aktion T4 1939-1945. Die Euthanasie-Zentrale in der Tiergartenstraße 4. Berlin: Hentrich, 1989. ISBN 3-926175-43-5
  • Michael H. Kater: Ärzte als Hitlers Helfer. München: Piper Taschenbuch Verl., 2002. ISBN 3-492-23407-0
  • Robert S. Wistrich: Wer war wer im Dritten Reich. Ein biographisches Lexikon. Frankfurt/M.: Fischer Taschenbuch Verl., 1993. ISBN 3-596-24373-4