კარლ ბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ბერი

კარლ ბერი
დაბადების თარიღი 17 თებერვალი/28 თებერვალი 1792
პიიბის მამული, ახლანელი პაიდეს რაიონი, ესტონეთი
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი/28 ნოემბერი, 1876
ტარტუ
ალმა-მატერი ტარტუს უნივერსიტეტი

კარლ ერნსტ რიტერ ფონ ბერი (რუს. Бэр, Карл Эрнст фон; გერმ. Karl Ernst von Baer დ. 28 თებერვალი [ძვ. სტ. 17 თებერვალი] 1792, პიიბის მამული, ახლანდელი პაიდეს რაიონი, ესტონეთი — გ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 16 ნოემბერი], 1876, ტარტუ) — პრუსიელ-ესტონელი ბუნებისმეტყველი. ემბრიოლოგიის ფუძემდებელი. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. მოღვაწეობდა ბიოლოგიის, გეოლოგიის, მეტეოროლოგიისა და გეოგრაფიის დარგში. დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი 1814 წელს. 1817 წლიდან მუშაობდა კენიგსბერგის უნივერსიტეტში. 1826 წლიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1828 წლიდან ორდინარული აკადემიკოსი, 1862 წლიდან საპატიო წევრი.

აღმოაჩინა კვერცხუჯრედი, ძუძუმწოვრებსა და ადამიანში (1827), შეისწავლა წიწილის ემბრიოგენეზი (1829, 1837), თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლებისა და ძუძუმწოვრების ემბრიონული განვითარება. აღმოაჩინა ბლასტულის სტადია. გამოიკვლია ჩანასახის ფურცლებისა და ნაყოფის გარსის განვითარება. დაადგინა, რომ ცხოველთა ადრეული ჩანასახები ჰგვანან ერთმანეთს (ჩანასახოვანი მსგავსება) და რომ შემდეგ თანდათანობით ჩნდება ტიპის, კლასის, რიგის, ოჯახის, გვარისა და სახეობის ნიშნები (ბერის კანონები). დაწვრილებით შეისწავლა ხერხემლიან ცხოველთა თითქმის ყველა ორგანოს განვითარება. მუშაობდა ანთროპოლოგიაში. შექმნა ქალას გაზომვის სისტემა. ბერი მონაწილეობდა ახალ მიწაზე (1837) და კასპიის ზღვაზე (1853-1856) ჩატარებულ ექსპედიციებში. 1857 წელს წამოაყენა დებულება მდინარეთა მიერ ნაპირების გამორეცხვის კანონზომიერების შესახებ. მისი სახელი ჰქვია კონცხს ახალ მიწაზე, კუნძულს ტაიმირის ყურეში და ბორცვებს კასპიისპირა დაბლობზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вернадский В. И., Памяти акад. К. М. фон Бэра, Л., 1927;
  • Райков Б. Е., Карл Бэр, его жизнь и труды, М.- Л., 1961.