კაკაჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაკაჩა

ჩვეულებრივი კაკაჩა (Buteo buteo)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Buteo (Lacepede, 1799)

კაკაჩა (ლათ. Buteo) — მტაცებელ ფრინველთა გვარი ქორისნაირთა რიგისა.[1] ცნობილია 26-31 სახეობა, გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ჰავაის კუნძულებზე, ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს ჩვეულებრივი კაკაჩა (ლათ. Buteo buteo), ხოლო ზამთარში შემომფრენია ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა (ლათ. Buteo lagopus). კაკაჩის სხეულის სიგრძე 46-57 სმ აღწევს, ფრთების შლილი 110-130 სმ. დედალი ტანად მამალზე დიდია. იკვებებიან თაგვისებრი მღრღნელებით, პატარ-პატარა ფრინველებით და სხვა. საქართველოში ჩვეულებრივი კაკაჩის 2 ქვესახეობა გვხვდება: ქარცი კაკაჩა (ლათ. Buteo buteo vulpinus), რომელიც მცირე კავკასიონზე ბუდობს და კავკასიური კაკაჩა (ლათ. Buteo buteo menetriesi), რომელიც მეტწილად კავკასიონზე გვხვდება, სასარგებლო ფრინველია, საჭიროებენ დაცვას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]