კაილასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაილასი
კაილასი
კაილასი
კოორდინატები: 31°04′00″ ჩ. გ. 81°18′45″ ა. გ. / 31.06667° ჩ. გ. 81.31250° ა. გ. / 31.06667; 81.31250
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ტიბეტის ავტონომიური რეგიონი
სიმაღლე 6638 
შეფარდებითი სიმაღლე 1319 
ქედი კაილასის ქედი
კაილასი — ჩინეთი
კაილასი

კაილასი, კაილასა, კანგრინბოჩე (ჩინ.: 冈仁波齐峰) — მთა ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში. მდებარეობს კაილასის ქედზე, მანასაროვარისა და ლანგა-ცოს ტბების სიახლოვეს. სიმაღლე 6638 მ. საფეხურებისებრი პირამიდის ფორმისაა. უმაღლესი ნაწილი თოვლითაა დაფარული. მწვერვალის სიახლოვესაა ინდის, სატლეჯის, ბრაჰმაპუტრისა და გჰაგჰრის სათავეები. კაილასი ინდუიზმში, ბონში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში წმინდა მთადაა მიჩნეული.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]