იცხოკ ლეიბუშ პერეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იცხოკ ლეიბუშ პერეცი
დაბადების თარიღი 18 (30) მაისი, 1852[1]
დაბადების ადგილი ზამოსცი, Lublin Governorate, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია[2]
გარდაცვალების თარიღი 3 აპრილი, 1915(1915-04-03)[3] [4] [5] [6] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვარშავა
დასაფლავებულია ვარშავის ებრაული სასაფლაო
საქმიანობა პოეტი ადვოკატი[1] , არამხატვრული მწერალი[1] , დრამატურგი[1] და ადვოკატი[1]
ენა იდიში
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
პოლონეთი[7]
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა, პოეზია[1] , ესე[1] და პიესა[1]

იცხოკ ლეიბუშ პერეცი (ებრ. יצחק־לייבוש פרץ; დ. 30 მაისი [ ძვ. სტ. 18 მაისი], 1851, ზამოსტიე, პოლონეთი — გ. 3 აპრილი [ ძვ. სტ. 21 მარტი], 1915, ვარშავა, პოლონეთი) — ებრაელი მწერალი, თანამედროვე ებრაული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წერდა ებრაულ ენასა და იდიშზე. 1890-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა პერიოდულ გამოცემებს იდიშზე („ებრაული ბიბლიოთეკა“, „ლიტერატურა და ცხოვრება“). მისი პირველი თხზულებები დაიბეჭდა 1875 წელს. ავტორია ლექსებისა, მოთხრობებისა, ფელეტონებისა, დრამატული და პუბლიცისტური თხზულებებისა. 1900-იან წლებში მის შემოქმედებაში ჭარბობს რომანტიკული საწყისები („ხასაიდური მოთხრობები“ (1900), „ხალხური თქმულებები“ (1904–1909) და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]