იუსტინე (რუმინეთის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატრიარქი იუსტინე

პატრიარქი იუსტინე (რუმ. Patriarhul Iustin, ერისკაცობაში იუსტინ მოისესკუ, რუმ. Iustin Moisescu; დ. 5 მარტი, 1910, კინდეშტი, რუმინეთი — გ. 31 ივლისი, 1986, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუმინეთის რელიგიური მოღვაწე, სრულიად რუმინეთის პატრიარქი (1977–1986).

დაიბადა 1910 წელს არჯეშის ჟუდეცის სოფელ კინდეშტში, სოფლის მასწავლებლის ოჯახში. სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. 1977 წელს აირჩიეს რუმინეთის პატრიარქად.

გარდაიცვალა 1986 წლის 31 ივლისს 76 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]