იური იარვეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური იარვეტი

იური იარვეტი გრაფი სეგედის როლში ფილმში „დათა თუთაშხია“
დაბადების სახელი იური იარვეტი
დაბადების თარიღი 18 ივნისი 1919
ტალინი, ესტონეთი
გარდაცვალების თარიღი 5 ივლისი, 1995 (76 წლის)
ტალინი, ესტონეთი
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
აქტიური 1955–1994

იური ევგენის ძე იარვეტი (ესტ. Jüri Järvet; დ. 18 ივნისი 1919, ტალინი — გ. 5 ივლისი 1995, იქვე) — ესტონელი თეატრისა და კინოს მსახიობი. ესტონეთის დამსახურებული არტისტი (1964), სსრკ სახალხო არტისტი (1975). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაამთავრა ტალინის თეატრალური ინსტიტუტი. 1952 წლიდან იყო ტალინის კინგისეპის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი (1965-1967 წლებში მოსკოვის ახალგაზდულ თეატრში მოღვაწეობდა). იარვეტის მიერ შექმნილი სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: მასხარა, ვოიტინსკი (აანტონ ტამსაარეს „მეფეს სცივა“, „ადამიანი და ღმერთი“), კლავდიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „მკვდარი სეზონი“ (1968), „მეფე ლირი“ (1971), „სოლარისი“ (1972) და სხვა. ითამაშა ქართულ სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში „დათა თუთაშხია“ (1979), სადაც შეასრულა გრაფი სეგედის როლი. იური იარვეტის შვილი აგრეთვე მსახიობია, რომელიც გადაღებულია რამდენიმე ფილმში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე მედლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]