იულიუს ოპერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულიუს ოპერტი

იულიუს ოპერტი
დაბადების თარიღი 9 ივლისი, 1825
ჰამბურგი
გარდაცვალების თარიღი 21 აგვისტო, 1905 (80 წლის)
პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი
პროფესია არქეოლოგი

იულიუს ოპერტი (დ. 9 ივლისი, 1825, ჰამბურგი — გ. 21 აგვისტო, 1905, პარიზი) — ფრანგი არქეოლოგი. იგი ცნობილია, როგორც ტერმინ „შუმერული ენის“ ავტორი.

დაიბადა ებრაულ ოჯახში. 1851 წელს ოპერტი შეუერთდა ფრანგულ არქეოლოგიურ მისიას მესოპოტამიაში, მიდიაში. იგი მუშაობდა ექსპედიციის ანალიზზე, განსაკუთრებით მათ მიერვე შეგროვებული ლურსმნული დამწერლობის მიმართულებით. თავდაპირველად იგი თვლიდა, რომ ენა, რომელზეც პირველი ასირიელები საუბროდნენ, წარმოშობილი უნდა ყოფილიყო, თურქულ და მონღოლური ენების მონათესავე ენიდან და არა სემიტურიდან, მაგრამ წარწერების კლასიფიკაციის შემდეგ სრულიად უარყო საკუთარივე მოსაზრება იმის საფუძველზე, რომ ლურსმნული დამწერლობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო ყველა სხვა დანარჩენისგან.

1865 წელს მან გამოაქვეყნა ასურეთის ისტორია და ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები. გამოიცა 1868 წელს და 1869 წელს ოპერტი დაინიშნა პროფესორად, ასურული ფილოსოფიისა და არქეოლოგიის.

1876 წელს ოპერტმა დაიწყო მიდიელების ენისა და ხელწერის კვლევა.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იულიუს ოპერტი იყო მოცულობითი მწერალი, იგი წერდა ასურულ მითოლოგიაზე.

  • L'Immortalité de l'âme chez les Chaldéens, (1875 წელს).
  • Salomon et ses successeurs (1877 წელს).
  • Doctrines juridiques de l'Assyrie et de la Chaldée (1877 წელს, with Joachim Menant).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]