ისოროკუ იამამოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისოროკუ იამამოტო
ისოროკუ იამამოტო
ეროვნება იაპონელი
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1884
დაბადების ადგილი ნაგაოკა, ნიიგატა, იაპონიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 1943
გარდაცვალების ადგილი კუნძული ბუგენვილი, ახალი გვინეის ტერიტორია
კუთვნილება იაპონიის იმპერიის დროშა იაპონიის იმპერია
ჯარის სახეობა Imperial Japanese Navy
სამხედრო სამსახურის წლები 1904–1943
წოდება ადმირალი
ნაწილი იაპონიის საიმპერატორო ფლოტი
ბრძოლები/ომები

რუსეთ-იაპონიის ომი:

მეორე მსოფლიო ომი:

ჯილდოები Knight's Cross of the Iron Cross with Oak Leaves and Swords, ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, Grand Cordon of the Supreme Order of the Chrysanthemum, Order of the Golden Kite, წმინდა საგანძურის ორდენი, Q11509186?, Order of the German Eagle, Knight grand cross of the order of the crown of Italy, Order of the Chrysanthemum და Order of the Paulownia Flowers

ისოროკუ იამამოტო (იაპონ. 山本 五十六; დ. 4 აპრილი, 1884 – გ. 18 აპრილი, 1943) — იაპონელი მარშალ-ადმირალი, იაპონიის საიმპერატორო ფლოტის მეთაური და იაპონიის გაერთიანებული ფლოტის მთავარსარდალი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მის გარდაცვალებამდე.

იამამოტოს ეკავა რამდენიმე მნიშნველოვანი თანამდებობა იაპონიის საიმპერატორო ფლოტში, მან წამოიწყო და განახორციელა მრავალი ცვლილება და რეორგანიზაცია, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზღვაო ფლოტის ავიაციის განვითარებაში. ის იყო იაპონიის საზღვაო ძალების მთავარსარდალი წყნარი ოკეანის თეატრის ადრეულ წლებში და იაპონურ ძალებს ხელმძღვანელობდა ისეთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ ოპერაციებში, როგორიცაა თავდასხმა პერლ-ჰარბორზე და მიდუეის ბრძოლა.

იამამოტო დაიღუპა, როცა ამერიკელებმა გაშიფრეს მისი ფრენის მარშრუტი და სპეციალურად მისი ლიკვიდაციისთვის დაგეგმილი ოპერაცია შურისძიების ფარგლებში სოლომონის კუნძულების კამპანიისას ჩამოაგდეს მისი თვითმრინავი კუნძულ ბუგენვილზე. ამერიკელთათვის ეს იყო შურისძიება იამამოტოზე, რომელიც პერლ-ჰარბორზე თავდასხმის მთავარი ინიციატორი იყო და რომელმაც გამოიწვია ომის დაწყება იაპონიასა და აშშ-ს შორის. ადმირალი იამამოტოს დაღუპვა დიდი დარტყმა იყო იაპონელთა საბრძოლო სულისკვეთებაზე მეორე მსოფლიო ომის დროს.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pricer, Douglas (2014). Cornerstones of Courage: The Story of Ssgt. William J. Bordelon, USMC. Xlibris. გვ. 73.
  2. Mark Stille (2012). Yamamoto Isoroku. Bloomsbury Publishing. გვ. 59.