ისმაილ ჰანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისმაილ ჰანია
ისმაილ ჰანია
(არაბ. إسماعيل هنية)
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მე-3 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მარტი 2006 – 14 ივნისი 2007
წინამორბედიაჰმედ კურეი
მემკვიდრესალიამ ფაიადი

დაბადებული29 იანვარი 1962 (60 წლის)
ალ-შატის ბანაკი, ღაზას სექტორი
მოქალაქეობაპალესტინის დროშა პალესტინა
პოლიტიკური პარტიაჰამასი
შვილები13
განათლებაღაზას ისლამური უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი , სუნიზმი

ისმაილ აბდელ სალამ აჰმედ ჰანია (არაბ. إسماعيل هنية; დ. 29 იანვარი, 1962) —  პალესტინის ისლამისტური მოძრაობა ჰამასის ერთ -ერთი ლიდერი, რომელიც არაერთმა ქვეყანამ აღიარა ტერორისტად. რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და რიგი ქვეყნები მას არ მიიჩნევენ ტერორისტად. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ალ-შატში — ღაზას სექტორში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში. დადიოდა გაეროს  სკოლაში. 1987 წელს დაამთავრა ღაზას ისლამური უნივერსიტეტი არაბული ლიტერატურის სპეციალობით.  უნივერსიტეტში სწავლისას ის დაუკავშირდა ჰამასს. 1985 წლიდან 1986 წლამდე იყო სტუდენტური საბჭოს ხელმძღვანელი, წარმოადგენდა მუსლიმთა საძმოს. ისმაილ ჰანია თამაშობდა ისლამური ასოციაციის საფეხბურთო გუნდში, იყო ნახევარმცველი.

ისმაილ ჰანიამ მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციებში პირველი ინტიფადის დროს, რის გამოც ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებამ მას  ხანმოკლე პატიმრობა მიუსაჯა. 1988 წელს კვლავ დააპატიმრეს ექვსი თვით. 1989 წელს იგი დააპატიმრეს და სამ წლიანი პატიმრობის შემდეგ  გადაასახლეს სამხრეთ ლიბანში. 1990 წელს  დაბრუნდა ღაზაში და დაინიშნა ისლამური უნივერსიტეტის დეკანად.

მას შემდეგ, რაც 1997 წელს ჰამასის მოძრაობის დამფუძნებელი შეიხი იასინი ციხიდან გაათავისუფლეს,  ისმაილ ჰანია მისი ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2003 წლის სექტემბერში ის დაიჭრა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად.

2005 წლის დეკემბერში ისმაილ ჰანია პალესტინის მეორე მოწვევის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში  წინასაარჩევნო სიის— „ცვლილებები და რეფორმები“ (ჰამასი)—სათავეში მოექცა 2006 წლის 25 იანვარს ბლოკმა მიიღო საკანონმდებლო ასამბლეის ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა.[2]

2006 წლის 16 თებერვალს ჰამასმა დაასახელა ისმაილ ჰანია ავტონომიის პრემიერ მინისტრად. იგი პალესტინის ეროვნული ხელისუფლების თავმჯდომარის—მაჰმუდ აბასის წინაშე ოფიციალურად წარდგა  20 თებერვალს და ფიცი დადო 2006 წლის 29 მარტს. 21 თებერვალს მაჰმუდ აბასმა დაავალა ჰანიას ახალი მთავრობის შექმნა. მთავრობას უფლებამოსილება მიენიჭა პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს მიერ მისი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ.

არჩევნების შემდეგ ისრაელმა დააწესა მთელი რიგი სადამსჯელო ღონისძიებები, მათ შორის ეკონომიკური სანქციები, პალესტინის ხელისუფლების წინააღმდეგ. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ ოლმერტმა გამოაცხადა, რომ ისრაელი არ გადასცემს პალესტინის ხელისუფლებას ყოველთვიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს საგადასახადო შემოსავლებიდან, რომელიც ისრაელმა შეაგროვა პალესტინის ხელისუფლების სახელით. ჰანიამ უარყო სანქციები და თქვა, რომ ჰამასი უარს ამბობს განიარაღებაზე  და არ აღიარებს ისრაელს.[3][4]

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა, რომ პალესტინის ხელისუფლებისათვის განკუთვნილი 50 მილიონი აშშ დოლარი შეერთებულ შტატებს დაბრუნებოდა, რაზეც პალესტინის ეკონომიკის მინისტრი მაზენ სონოკროტი დათანხმდა. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან უცხოური დახმარების დაკარგვასთან დაკავშირებით, ჰანიამ განაცხადა: "დასავლეთი ყოველთვის იყენებს თავის შემოწირულობებს პალესტინელ ხალხზე ზეწოლის მიზნით."

2006 წლის 25 თებერვალს ისმაილ ჰანიამ ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰამასი გადახედავს შეთანხმებებს ისრაელთან და მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც  პალესტინელი ხალხის ინტერესებია გამოხატული — იმ შეთანხმებას, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარანტიას იძლევა 1967 წლის საზღვრებში  დედაქალაქით იერუსალიმში, ასევე შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებს პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას.[5]

2006 წლის 20 ოქტომბერს, ღაზის სექტორში, ფათხის აქტივისტების მიერ პრემიერ - მინისტრ ისმაილ ჰანიაზე თავდასხმა განხორხიელდა. მის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს ბოევიკებმა.[6]

2006 წლის მდგომარეობით, ჰამასის მთავრობამ, ისმაილ ჰანიას მეთაურობით, უარი თქვა საერთაშორისო საზოგადოების სამი ძირითადი მოთხოვნის შესრულებაზე:

  • უარის თქმა ტერორიზმე;
  • ისრაელის აღიარება;
  • ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის წარსულში ხელმოწერილი ყველა შეთანხმების აღიარება და განხორციელება.

2021 წლის გაზაფხული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის გაზაფხულზე ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ჰამასის ლიდერი   ისმაილ ჰანია მოუწოდებდა პალესტინელებს, ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე გამართონ დემონსტრაციები, ისრაელის პოლიციის მიერ ალ-აქსას მეჩეთში მუსლიმი მომლოცველების დარბევისა და ღაზას სექტორში ავიადარტყმების გასაპროტესტებლად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისმაილ ჰანია დაქორწინებულია და ჰყავს 13 შვილი. 2009 წელს ოჯახი ცხოვრობდა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ლტოლვილთა ბანაკ ალ -შატიში. 2010 წელს ჰანიამ შეიძინა 2,500 კვადრატული მეტრი (0,6 ჰექტარი) მიწის ნაკვეთი რამალაში, ღაზას სექტორის  სანაპირო რეგიონში. [7] [8]

2013 წელს  ისმაილ ჰანიამ მონაწილეობა მიიღო მხატვრულ ფილმში „და ჩვენ გვიყვარს ცხოვრება“. ფილმი მოგვითხრობს ალყაშემორტყმული ღაზას სექტორის ცხოვრების შესახებ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Hamas appoints West Bank terror chief as its deputy leader". The Times of Israel. 5 October 2017.
  2. "Hamas says Ismail Haniyeh chosen as Islamic group's leader". Yahoo News. 7 May 2017.
  3. Donald Macintyre (3 January 2009). "Hamas PM Ismail Haniyeh at war with Israel – and his own rivals". Belfast Telegraph.
  4. "Hamas dismisses Israeli sanctions", BBC, 20 February 2006
  5. Alabbasi, Mamoon (15 November 2016). "Will there be changes under new Hamas and Fatah leaders?". დაარქივებული 2016-12-20 საიტზე Wayback Machine. Middle East Online. Retrieved 9 December 2016.
  6. Inc, IBP (3 March 2008). Palestine (West Bank and Gaza) Education System and Policy Handbook Volume 1 Strategic Information and Developments. Lulu.com. p. 15 ISBN 978-1-4330-6755-6
  7. Peskin, Doron (15 July 2014). "Hamas got rich as Gaza was plunged into poverty". Ynet. Retrieved 16 July 2014.
  8. Williams, Dan (19 October 2014). "Hamas leader's daughter received medical treatment in Israel: sources". Reuters.