ისააკ ტეილორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისააკ ტეილორი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1787(1787-08-17)[1]
დაბადების ადგილი ლავენჰემი
გარდაცვალების თარიღი 28 ივნისი, 1865(1865-06-28)[1] [2] [3] (77 წლის)
საქმიანობა თეოლოგი[4] და მწერალი[5]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
შვილ(ებ)ი James Medland Taylor და Isaac Taylor

ისააკ ტეილორი (ინგლ. Isaac Taylor; დ. 17 აგვისტო 1787 — გ. 28 ივნისი 1865) — ინგლისელი მწერალი ისტორიისა და ფილოსოფიის განხრით, მხატვარი, გამომგონებელი.

იგი იყო ონგარელი ისააკ ტეილორის უფროსი გადარჩენილი ვაჟი. დაიბადა ლავენჰემში (საფოლკის საგრაფო) 1787 წლის 17 აგვისტოს. მოგვიანებით ოჯახთან ერთად გადავიდა კოლჩესტერში, შემდეგ კი, 1810 წლის მიწურულს, ონგარში. ოჯახური ტრადიციის შესაბამისად, ისააკი სწავლობდა მხაზველობასა და გრავიორობას. წიგნის ილუსტრატორად რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მან იგრძნო ლიტერატურისადმი სიყვარული.[6]

1812-1816 წლებში იგი ცხოვრობდა ინგლისის დასავლეთში და თროის დიდ ნაწილს ატარებდა ილფრაკუმსა და მერაზიონში თავის დასთან, ჯეინთან, ერთად. დაახლოებით 1815 წელს, სულპიციუს სევერუსის ნაშრომების წყალობით, ტეილორმა დაიწყო წმინდა მამების შესახებ ლიტერატურის შეგროვება. მალევე ფრენსის ბეკონის ნაშრომმა „De augmentis“ მასში ინდუქციური ფსიქოლოგიისადმი ინტერესი გააღვიძა. 1818 წელს ოჯახის მეგობარმა, ჯოზაია კონდერმა, მოგვიანებით „Eclectic Review-ის“ რედაქტორმა, ტეილორი დაითანხმა, შეერთებოდა უკვე არსებულ მუშათა შტატს, რომელშიც იყვნენ რობერტ ჰოლი, ჯონ ფოსტერი, ოლინფუს გრეგორი.[6]

1825 წელს ტეილორი დასახლდა სოფელ სტენფორდ-რივერსში (ონგარიდან დაახლოებით ორ მილში), ძველ ფერმერულ სახლში. ამავე წლის 17 აგვისტოს დაქორწინდა თავისი დის დაქალ ელისაბედზე, ჯეიმზ მედლენდის მეორე ქალიშვილზე.

ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის 1862 წელს ტეილორი დაჯილდოვდა Civil list pension-ის გრანტით 200 ფუნტის ოდენობით. სამი წლის შემდეგ, 1865 წლის 28 ივნისს, იგი გარდაიცვალა სოფელ სტენფორდ-რივერსში.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]