ირჟი ტრნკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირჟი ტრნკა (ჩეხ. Jiří Trnka; დ. 24 თებერვალი 1912, პლზენი — გ. 30 დეკემბერი, 1969) — ჩეხი მხატვარი, წიგნების ილუსტრატორი, სცენარისტი და რეჟისორი-ანიმატორი.[1]

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფლავი პლზენის ცენტრალურ სასაფლაოზე.

ფერწერას ეუფლებოდა იაროსლავ ბენდასთან, შემდეგ მუშაობდა იოსეფ სკუპას სახელობის პლზენის თოჯინების ტეატრში. თავდაპირველად თავს წარადგენდა, როგორც სასცენო მხატვარს, თუმცა, გარდა ამისა, დაკავებული იყო ქანდაკებით და გრაფიკით. მისი ნამუშევრები ამ სფეროებში ნაკლებად ცნობილია, ვიდრე ანიმაციური ფილმები და ილუსტრაციები. 1940-იანი წლების დასაწყიში მან დაიწყო თანამშრომლობა ადოლფ ზაბრანსკისთან საბავშვო ლიტერატურის ილუსტრირების სფეროში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პრაღაში სასცენო და კოსტიუმების მხატვრის საქმიანობით დაკავდა. დააარსა სტუდია Jiří Trnka a Bratři v triku, რომელშიც შექმნა თოჯინური და ნახატი ანიმაციური ფილმები და მოიპოვა მსოფლიო აღიარება. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მუშაობდა ექსპო-67-ისთვის (მონრეალი) და ხშირად ქმნიდა ქანდაკებებს თუ ილუსტრაციებს.

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირჟი ტრნკა ითვლება ჩეხური და ჩეხოსლოვაკური ანიმაციის დამაარსებლად. კინოს მრავალი მკვლევარი თუ ისტორიკოსი მას თოჯინური ფილმების სფეროში უდიდეს პიროვნებად თვლის. მის მიერ დაგროვებული მხატვრის და რეჟისორის გამოცდილება, გადაწყვეტილებების ორიგინალურობა და სახეების მრავალფეროვნება ჩეხურ ანიმაციას სპეციფიკურ სახეს ანიჭებს. რეჟისორის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „ძველი ჩეხური თქმულებანი“, „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“. 1983 წელს გამოსული „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“, რადკო პიტლიკის, ჩეხი ლიტერატურის ისტორიკოსის აზრით, არის იაროსლავ ჰაშეკის ნაწარმოებების საუკეთესო ეკრანიზაცია.[2].

წიგნების ილუსტრირებისთვის 1968 წელს ტრნკას გადაეცა „ჰანს კრისტიან ანდერსენის სახელობის პრემია“[3]. 1963 წელს მას მიენიჭა ჩეხოსლოვაკეთის სახალხო არტისტის წოდება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sadoul, Georges, and Peter Morris. Dictionary of film makers. University of California Press, 1972. Page 255–56.
  2. Радко Пытлик. Швейк завоёвывает мир / перевод В. А. Мартемьяновой, науч. ред. И. А. Бернштейн. — М.: Книга, 1983. — С. 230.
  3. "Hans Christian Andersen Awards". International Board on Books for Young People (IBBY). Retrieved 2013-08-03.