ირმა რატიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმა რატიანი
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1967(1967-07-19) (56 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და man of letters[1]
ალმა-მატერი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ირმა რატიანი (დ. 19 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2006).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989-1992 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში, ლიტერატურის თეორიის სპეციალობით. 1994 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 2003 წელს — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2004 წლიდან 2006 წლამდე იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე — ამ ინსტიტუტის დირექტორია. 2004-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივეტსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე — ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. 1997-1998 და 2002 წელს მიიღო JSPS (მეცნიერების მხარდამჭერი იაპონური საზოგადოება)-ის სტიპენდია და ოსაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ფაკულტეტზე მუშაობდა.

2005 წელს, აშშ სახელმწიფო დეპატამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს უნივერსიტეტთა პარტნიორობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო სტაჟირებით აშშ ცენტრალური აზია-აფრიკის ინსტიტუტში, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტსა და წმ. იოანეს კოლეჯში იმყოფებოდა. 2006 წელს მიიღო DAAD-ის სტიპენდია და გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დეპარტამენტში მუშაობდა.

2010 წელს მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდია. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში როგორც საქართველოში, ისე ეგვიპტეში, თურქეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, ესპანეთში, შოტლანდიაში, იორდანიაში, ისრაელში, საბერძნეთში, რუსეთში და ა.შ. 2006 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო სიმპოზიუმის — „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ ორგანიზატორი. არის არაერთი ლოკალური და საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე, მრავალი სამეცნიერო წიგნისა და კრებულის რედაქტორი. ავტორია 80-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა. 2008 წელს გამოქვეყნდა იაპონურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი 100 უძველესი ლექსი.

სხვა კვალიფიკაცია:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირმა რატიანი, 2018
  • 2008 –2013 – კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი;
  • 2009 – დღემდე – კომპარატივისტული ლიტერატურის ევროპული ასოციაციის წევრი;
  • 2006 – დღემდე – კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი;
  • 2005 - დღემდე – ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული სამეცნიერო ჟურნალების - „სჯანი“ და „ლიტინფო“ მთავარი რედაქტორი.

მონოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტექსტი და ქრონოტოპი. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010
  • ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის პროზაში. ხუთი თხზულების ანალიზი. თბ., გამომცემლობა „უნივერსალი", 2006
  • ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში. ესქატოლოგიური ანტიუტოპიის ინტერპრეტაციისათვის. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005

სამეცნიერო წიგნები და სახელმძღვანელოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი: მეოცე საუკუნის გამოცდილება, კემბრიჯი, კემბრიჯის სამეცნიერო გამომცემლობა, 2012 (თანაავტორი და რედაქტორი)
  • XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა. აღმოსავლური და დასავლური კულტურულ–ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე. თბ., გამომცემლობა „უნივერალი", 2012 (თანაავტორი და რედაქტორი)
  • ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი, თბ., GCLA Press, 2012 (თანაავტორი და რედაქტორი)
  • ფაბულა და სიუჟეტი. თბ., ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2011
  • ჟანრის თეორია. თბ., ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2009
  • ლიტერატურის თეორია. XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობანი. –თბ., შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2008 (თანაავტორი და რედაქტორი)

მხატვრული თარგმანი კომენტარებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასი უძველესი იაპონური ლექსი. თბ., გამომცემლობა „სიესტა", 2008

პუბლიცისტურ-ესეისტური წიგნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იაპონური დღიურები. თბ., გამომცემლობა „საარი", 2000
  • Японский дневник. – Издательство «Сервис», 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database