ირკუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირკუტი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქები ირკუტსკი
სათავე ილჩირის ტბა
51°57′16″ ჩ. გ. 100°57′32″ ა. გ. / 51.954667° ჩ. გ. 100.958944° ა. გ. / 51.954667; 100.958944
სიგრძე 488 კმ
აუზის ფართობი 15 780 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ირკუტი ვიკისაწყობში

ირკუტი (რუს. Иркут) — მდინარე ბურიატეთსა და ირკუტსკის ოლქში. მდინარე ანგარის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 488 კმ, აუზის ფართობი 15 780 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ საიანზე, ზღვის დონიდან 1875 მ სიმაღლეზე. გამოედიება ილჩირის ტბიდან. ქვემო დინებაში მიედინება ტუნკინის ქვაბულში; შემდეგ სვლას აგრძელებს ხეობაში, სადაც აჩენს ჭორომებს. ძირითადად იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. ოქტომბრის ბოლოს იყინება. გაძგიფვა გრძელდება 150-180 დღე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 140 მ³/წმ. სანაოსნოა. განვითარებულია წყლის ტურიზმი. ნაპირებზე გაშენებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ირკუტსკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]