ირინე ათენელი (ბიზანტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინე ათენელი

ირინე (დ. დაახლ. 752, ათენი — გ. 9 აგვისტო, 803, კ. ლესბოსი) — ბიზანტიის დედოფალი 797–802 წლებში. იმპერატორ ლეონ IV-ის ცოლი. ქმრის სიკვდილის შემდეგ იყო თავისი ვაჟის კონსტანტინე VI-ის მეურვე და თანამმართველი. 797 წელს დააბრმავებინა შვილი და ერთპიროვნული მმართველი გახდა. გამოდიოდა ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ. 787 წელს ირინემ მოიწვია ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც აღადგინა ხატების თაყვანისცემა. მის დროს ბიზანტიამ რამდენიმე მძიმე მარცხი განიცადა არაბებთან და გაძლიერებულ ბულგარელებთან ბრძოლაში. ირინე ტახტიდან ჩამოაგდეს სასახლის კარზე მომხდარი გადატრიალების შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]