იოჰან ბერნული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან ბერნული
გერმ. Johann Bernoulli
დაბ. თარიღი 27 ივლისი (6 აგვისტო), 1667[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ბაზელი[1] [5]
გარდ. თარიღი 1 იანვარი, 1748(1748-01-01)[1] [2] [3] [4] [6] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] (80 წლის)
გარდ. ადგილი ბაზელი[1]
დასაფლავებულია Peterskirche
მოქალაქეობა  შვეიცარია
საქმიანობა მათემატიკოსი[13] , ფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერი[13]
მუშაობის ადგილი ბაზელის უნივერსიტეტი და გრონინგენის უნივერსიტეტი[5]
ალმა-მატერი ბაზელის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Guillaume de l'Hôpital, ლეონარდ ეილერი, Daniel Bernoulli, Pierre-Louis Moreau de Maupertuis[14] და Henricus Casimirus Hoorn[14]
მეუღლე Dorothea Falkner
მამა Nicholas Bernoulli
დედა Margaretha Schoenauer
შვილ(ებ)ი Nicolaus II Bernoulli, Daniel Bernoulli[15] , Johann II Bernoulli და Anne Catherine Bernoulli[16]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
ხელმოწერა

იოჰან ბერნული (დ. 6 აგვისტო, 1667, ბაზელი — გ. 1 იანვარი, 1748, იქვე) — შვეიცარიელი ფიზიკოს-მათემატიკოსი. იოჰანი იყო ბერნულის ოჯახის ერთ-ერთი გამოჩენილი მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან ბერნული დაიბადა 1667 წლის 6 აგვისტოს, ბაზელში, ფლამინდიელ ოჯახში. მისი მამა იყო ნიკოლას ბერნული, ხოლო დედა — მარგარეტ შჩონაური. მისი ოჯახი XVI საუკუნეში ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში, ჰერცოგ ალბას დევნის გამო. ამ ცნობილი გვარის ფუძემდებელი იყო იაკობ ბერნული. მისი ოჯახიდან რამდენიმე ცნობილი ფიზიკოსი და მათემატიკოსია გამოსული, თუმცა ამ გვარის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად ფიზიკაში მიიჩნევიან იოჰანი, მისი ძმა იაკობი და იოჰანის შვილი დანიელი. იოჰან ბერნული სწავლობდა ბაზელის უნივერსიტეტში მედიცინის განხრით. მამამისს სურდა, რომ იოჰანი გამოსულიყო ბიზნესმენი, თუმცა შვილს ეს პროფესია არ მოსწონდა და ამიტომ მამამისს მოუწია შვილი სამედიცინო ფაკულტეტზე შეეყვანა. თუმცა მომავალში იოჰანმა სამედიცინოზე სწავლა არ განაგრძო და თავისი ძმის, იაკობის მხარეს გადაიხარა: იგი გაიტაცა მათემატიკამ[17]. აღსანიშნავია, რომ ბაზელის უნივერსიტეტში ყოფნის დროს ძმები ერთად მუშაობდნენ გარკვეულ საკითხებზე. 1694 წელს იოჰანი დაქორწინდა დოროთეა ფალკნერზე და მალევე, 1695 წელს, მან მიიღო მათემატიკის პროფესორის თანამდებობა გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები). 1705 წელს ბერნულს მოუწია სამშობლოში (ბაზელში) დაბრუნება. ამავე წელსვე ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი ძმა. აგრეთვე 1705 წელს ბერნული გახდა ბაზელის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე. 1724 წელს ბერნულმა მიიღო მონაწილეობა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან ბერნული პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი იყო. ამ აკადემიის გამოცემაში მან 9 ნაშრომის გამოქვეყნება მოახერხა.

იოჰან ბერნული ცნობილია ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვების სფეროში რამდენიმე აღმოჩენით. იგი აგრეთვე ამუშავებდა დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის მეთოდებს. თავის ძმასთან, იაკობთან ერთად მან მოგვცა ვარიაციული აღრიცხვის საწყისები, ითვლება სხვადასხვა მრუდების სიგრძეს. იგი იყო ავტორი ბევრი ორიგინალური მეცნიერული ნაშრომისა ხსენებულ საკითხებში. აღსანიშნავია, რომ მას ეკუთვნის დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის პირველი სისტემატური გადმოცემა. სწორედ მან დასვა და ამოხსნა ამოცანა ტრაექტორიაზე და გეოზიდურ ხაზებზე. როგორც ფიზიკოსმა, მან მოგვცა მუშაობის ზუსტი განსაზღვრა და გამოიკვლია წინააღმდეგობის გამწევ გარემოში სხეულთა მოძრაობა.

მეცნიერების ისტორიაში მყარად შევიდა ასეთი განსაზღვრება: „ბერნულის ლემნისტიკა“, „ბერნულის რიცხვები“, „ბერნულის პილინომერი“, არეთვე „ბერნულის თეორემა“, რომელიც წარმოადგენს ენერგიის შენახვის ზოგადი კანონისზედმიწევნით დამუშავებას. ანავე თეორემის მათემატიკურ ფორმას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული „ბერნულის ფორმულა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 29-30, თბ., 1978.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118509969 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. 4.0 4.1 Johannes Bernoulli — 2009.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Catalogus Professorum Academiae Groninganae — 2014.
  6. SNAC — 2010.
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. GeneaStar
  9. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  11. Annuaire prosopographique : la France savante
  12. Base biographique
  13. 13.0 13.1 Czech National Authority Database
  14. 14.0 14.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
  15. Berry A. A Short History of AstronomyLondon: John Murray, 1898.
  16. geni.com — 2006.
  17. Sanford, Vera (2008) [1958]. A Short History of Mathematics (2nd ed.). Read Books.ISBN1-4097-2710-6 OCLC 607532308