იოსია (იოსტოსი) მოციქული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოციქული იოსტოსიქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, იესოს ხორციელი ძმა, ძე იოსებ დამწინდველისა.

გადმოცემის თანახმად იოსებ მართალი თავის მამულებს ყოფდა რა თავის ძეებს შორის, მის სურვილს რომ იესოც თანამეწილედ გაეყვანათ წინ აღუდგა ოთხიდან სამი ძმა, მხოლოდ იაკობმა მიიღო იესო თავისთან მეწილედ. თუმცა შემდგომ მოინანია და ძმის მოციქულთა შორის ჩადგა, მან მატათა მოციქულთან ერთად იუდა ისკარიოტელის ჩასანაცვლებლად იყარა კენჭი.

ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?

—(მათ.13:55-56)

და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა

—(საქ.1:23-26)

გიკითხავს თქუენ არისტარხოს, თანა-ტყუე ჩუენი, და მარკოზ, მამის ძმის წული ბარნაბაჲსი, - რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ; უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი, და ისუ, რომელსა-იგი ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინის-მცემელ.

—(კოლ.4:10-11)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]