იოსეფ ჰორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსეფ ჰორა

იოსეფ ჰორა (ჩეხ. Josef Hora; დ. 8 ივლისი, 1891, დობრჟინი, რუდენიცეს ახლოს — გ. 21 ივნისი, 1945, პრაღა) — ჩეხი პოეტი, ჩეხოსლოვაკიის სახალხო მხატვარი (1945, სიკვდილის შემდეგ). მისი პირველი კრებული იყო „ლექსები“ (1915). პოეტის სოციალისტური მრწამსი მომწიფდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში; იყო ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრი (1921). ამ პერიოდის ლექსებისათვის დამახასიათებელია სოციალისტური პროტესტი („აყვავებული ხე“, 1920; „სამყაროს გული და ქაოსი“, 1922). ჰორა ეწეოდა პროლეტარული ხელოვნების პროპაგანდას. 20-იანი წლების ბოლოს განიცდიდა იდეურ კრიზისს. 30-იან წლებში შექმნა მისტიკური განწყობილების ლექსები. 1938-1945 წლებში წერდა პატრიოტულ ლექსებს (კრებული სამშობლო, 1938 და სხვა). ავტორია რომანებისა „სოციალისტური იმედი“, „თიხის ბაბილონი“ (ორივე 1922), „მშიერი წელი“ (1926), „სუნთქვა მიწაზე“ (1938) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]