იონაგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იონაგო (იაპ.米子市), ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს დასავლეთ ნაწილში, ტოტორის პრეფექტურაში. 150.341 მცხოვრები (2007). სარკინიგზო კვანძი. წყალმარჩხი ნავსადგური ნაკანოუმის ლაგუნასთან. მეტალურგია, სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა და ლითონდამუშავების სხვა დარგები. საფეიქრო (უმთავრესად აბრეშუმის), კვების მრეწველობა. გოგირდის საბადოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]