ივრის პირეთის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივრის პირეთის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში.

ნამოსახლარი ორ ნაწილადაა გამიჯნული. ციტადელს გარშემო შემოუყვება სათავდაცვო თხრილი და მისი ნაწილი, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ნაწილობრივ ჩამოქცეულია ეროზიის შედეგად. სამხრეთ-აღმოსავლეთით, სათავდაცვო თხრილის მიღმა ჩანს ნამოსახლარის კვალი. თხრილიდან გამოკვეთილ არეალში და მისგან სამხრეთ-დასავლეთ ნამოსახლარზეც მკრთალად ჩანს ნაგებობების ბუდობები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39258